ევა გოცირიძე "ოცნებას": რა გამოდის, 10-ზე მეტი პარტია შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემ „ოცნებას“ ჰკითხა, ხომ არ არის დადაბლებული სტანდარტი, როდესაც 10-ზე მეტი პარტიის არაკონსტიტუციურობა სახელდება. თორნიკე ჭეიშვილის თქმით, საქმე რაოდენობაში არ არის და სარჩელში ყველა კრიტერიუმის დამაკმაყოფილებელი პარტია მოხვდა.

"ნახეთ, რა გამოდის: ხუთი ნამდვილად არაკონსტიტუციური და კიდევ ხუთი თუ რამდენი პარტიაა დასახელებული, შეიძლება მეტიც. რა გამოდის, მთლიანობაში საქართველოში თურმე პარტიების უმრავლესობა — 10-ზე მეტი პარტია — შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური და ეს სტანდარტი, რომელიც თქვენ წარმოგიდგენიათ, ძალიან ხომ არაა დადაბლებული?" - ამ კითხვით მიმართა მოსამართლე ევა გოცირიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარეს.
გოცირიძემ "ოცნებას" უთხრა, რომ პარტიების ასეთი რაოდენობის არაკონსტიტუციურად მიჩნევა კითხვებს აჩენს პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვის თვალსაზრისით.
გეკითხებით იმას, რომ სტანდარტი როგორი უნდა დაადგინოს სასამართლომ საქართველოსთვის, რა იქნება უფრო სწორი და სასარგებლო, რომ დასწიოს თუ უფრო მაღალი სტანდარტი დაადგინოს და მწვავე საზოგადოებრივი საჭიროების შეფასება დაუკავშიროს ძალიან ბევრ გარემოებას. როგორ იქნება ის აღქმული საზოგადოებაში, საქართველოს საზოგადოებაში, საქართველოს ფარგლებს გარეთ და რა არის ის ნამდვილი ინტერესი და ნამდვილი სიკეთე, რომელსაც ეს მოიტანს, ეს უნდა გაითვალისწინოს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლომ?" — იკითხა მან.
ევა გოცირიძის კითხვაზე ქართული ოცნების წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ "რაოდენობაში არ არის საქმე", მათი "თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში".
მოსამართლე გოცირიძემ თორნიკე ჭეიშვილს ჰკითხა, რას მოიგებს საქართველო ამ პარტიების აკრძალვით, თუ ისინი აკრძალვის შემდეგაც გააგრძელებენ ქუჩაში მოქმედებას და იმ ქმედებებს, რომლებსაც მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაევა გოცირიძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს - თუ გავითვალისწინებთ სარჩელში მითითებულ დებულებას, გამოდის, რომ საქართველოში 10-ზე მეტი პარტია შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური - სტანდარტი ძალიან ხომ არ არის დადაბლებული?
ევა გოცირიძე ,,ქართულ ოცნებას”: რა გამოდის, 10-ზე მეტი პარტია შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური?”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…