პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე858 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეანი წითლიძე მოსამართლე როინიშვილს: "თქვენც ბრძანდებოდით, ბატონო ვასილ პროკურორის მოადგილე, პარტიული იყავით?"858 ჩანაწერი · 13 მედია

“ეს ყველაფერი რაში გვჭირდება?” – მოსამართლე “ოცნებას”

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე ევა გოცირიძემ „ქართულ ოცნებას“ ჰკითხა, რაში სჭირდებათ ოპოზიციის მიმართ ჩარევა და ხომ არ გააძლიერებს ეს მათ მსხვერპლის სტატუსის მინიჭებით.

“ეს ყველაფერი რაში გვჭირდება?” – მოსამართლე “ოცნებას”
ალია

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე მოსამართლე ევა გოცირიძემ მოსარჩელე მხარეს, ქართულ ოცნებას ჰკითხა:

თქვენ ამ ერთიანი ორგანიზმის თეორიას აფუძნებთ ორ გარემოებას – ერთის მხრივ ეს არის ამ პოლიტიკური პარტიების საერთო პოლიტიკური დღის წესრიგი, მეორე უშუალოდ “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობა. არის თუ არა ეს კავშირი იმდენად მყარი და სერიოზული, რომ მას დაეუფუძნოს ერთმანეთის ქმედებების მიმართ არა მარტო მორალური და პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ის, რომ ისინი ერთმანეთის ცოდვების შლეიფით იქნან დამძიმებულები და ამას მიეცეს სამართლებრივი შეფასება. რომ არა ეს ერთმანეთის ცოდვების შლეიფი, ცალკე მათი ქმედებების იქნებოდა თუ არა საკმარისი?

მმართველი პარტიისგან არაერთხელ გამიგია ტერმინი, რომ ისინი განულებული პარტიები [ოპოზიციური] არიან, მათი რეიტინგი 0-ის ტოლიაო და ა.შ. ამ კონტექსტში, თუ ისინი ისედაც მილევად რეჟიმში არიან, საჭიროა თუ არა მოვლენების ბუნებრივ განვითარებაში შედარებით უხეში ჩარევა, სამართალს რომ თავი დავანებოთ. ეს ხომ არ გახდება, პირიქით მათი გაძლიერებისთვის, პოლიტიკური თვალსაზრისით, ბიძგის მიმცემი?

მოგეხსენებათ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება, ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს რომ არის და მსხვერპლის სტატუსს, რომელსაც ისინი მიიღებენ, ამას როგორ უყურებთ და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი რაში გვჭირდება?”. – თქვა მოსამართლემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიპარტიების შესაძლო აკრძალვა ხომ არ გახდება მათი გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი? – გოცირიძის კითხვა „ოცნებას“
  2. TV პირველიოპოზიციურიპარტიების აკრძალვა მათი გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი ხომ არ იქნება? - მოსამართლე ევა გოცირიძე "ოცნებას"
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიევა გოცირიძე მოსარჩელეს ოპოზიციაზე - თუ ისედაც მილევად რეჟიმში არიან, საჭიროა მოვლენების ბუნებრივ განვითარებაში უხეში ჩარევა? ეს ხომ არ გახდება, პირიქით, გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი, ქართული საზოგადოება ყოველთვის დაჩაგრულის მხარესაა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მოსამართლე ევა გოცირიძე: სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე, აღასრულოს ეს გადაწყვეტილება სწორად და ეფექტიანად. ქვეყანაში თუ არის დანაშაულის დაუსჯელობა, ეს არის მმართველი ძალის პოლიტიკის ერთ-ერთი ასპექტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები