პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევა გოცირიძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს - თუ გავითვალისწინებთ სარჩელში მითითებულ დებულებას, გამოდის, რომ საქართველოში 10-ზე მეტი პარტია შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური - სტანდარტი ძალიან ხომ არ არის დადაბლებული?

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემ მოსარჩელეებს მიმართა კითხვით, სარჩელის მიხედვით ხომ არ გამოდის 10-ზე მეტი პარტია არაკონსტიტუციური და ხომ არ არის სტანდარტი დადაბლებული. თორნიკე ჭეიშვილის თქმით, ისინი კონსტიტუციური წესრიგისთვის არსებული საფრთხის სტანდარტიდან გამოდიან.

ევა გოცირიძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს - თუ გავითვალისწინებთ სარჩელში მითითებულ დებულებას, გამოდის, რომ საქართველოში 10-ზე მეტი პარტია შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური - სტანდარტი ძალიან ხომ არ არის დადაბლებული?
ინტერპრესნიუსი

თუ გავითვალისწინებთ სარჩელში მითითებულ დებულებას, გამოდის, რომ საქართველოში პარტიების უმრავლესობა, 10-ზე მეტი პარტია შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური და ეს სტანდარტი, რომელიც თქვენ წარმოგიდგენიათ, ძალიან ხომ არ არის დადაბლებული, ეს რამდენად შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპს?, - ამ კითხვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემ მოსარჩელე მხარეს.

ევა გოცირიძე აცხადებს, რომ ტერმინი „არაკონსტიტუციური“ ძალიან „იოლად არის გამოყენებული“ პარტიების მიმართ.

„მოსარჩელე ხშირად საუბრობს, რომ ერთბაშად ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურობის საკითხი დგას და ეს როდის ყოფილა. მართლაც არასდროს ყოფილა. თუ ხუთი პარტია არაკონსტიტუციურია, ის უნდა აიკრძალოს, პრინციპში ეს არის სწორი, მაგრამ ეს რაოდენობა მაინც გავლენას ახდენს, ეს მაინც არის რაღაც ფაქტორი. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ ასევე სარჩელში მითითებულ დებულებას, რომ კიდევ არიან პარტიები, რომლებიც არაკონსტიტუციური არიან. სხვათა შორის იქ დასაბუთება საერთოდ არ არის და ცხადია, არ უნდა იყოს, მაგრამ მაინც ძალიან იოლად არის ეს ტერმინი გამოყენებული ამ პარტიების მიმართ, მაგრამ მათი არაკონსტიტუციურობის საკითხს ჩვენ ახლა არ ვაყენებთ, რადგან გავლენა არ აქვს. ნახეთ, რა გამოდის, ხუთი პარტია ნამდვილად არაკონსტიტუციურია და კიდევ ხუთი და შეიძლება მეტიცაა დასახელებული. რა გამოდის, რომ საქართველოში პარტიების უმრავლესობა, ათზე მეტი პარტია შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური და ეს სტანდარტი, რომელიც თქვენ წარმოგიდგენიათ, ძალიან ხომ არ არის დადაბლებული, ეს რამდენად შეესაბამება იმ დემოკრატიულ პრინციპს, რომ პოლიტიკური პლურალიზმი უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა მოსამართლემ.

მოსამართლის კითხვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა უპასუხა: „ჩვენ გამოვდივართ იმ სტანდარტიდან, რომელიც გულისხმობს, რამდენად მაღალია რისკები, რამდენად მაღალია ინტენსივობა და საფრთხე შესაბამისი ცალკე არსებული პარტიის მხრიდან კონსტიტუციური წესრიგისათვის“.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მოსამართლე ევა გოცირიძის კითხვები "ოცნების" წარმომადგენლებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები