ერიკ ტრამპი – საქართველოსთვის „ტრამპთაუერი“ მოიტანს იმას, რომ მსოფლიოს მზერა მიპყრობილი იქნება მისკენ, თბილისშიც ცენტრალურ პარკთან იქნება „ტრამპთაუერი“, ეს არის გაგრძელება იმისა, რაც მამაჩემმა დაიწყო
„ტრამპ ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ერიკ ტრამპმა თბილისში „ტრამპთაუერის“ პროექტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი საქართველოს მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოაქცევს და თბილისში, ცენტრალურ პარკთან აშენდება.

საქართველოსთვის „ტრამპთაუერი“ მოიტანს იმას, რომ მთელი მსოფლიოს მზერა მიპყრობილი იქნება საქართველოსკენ. დილით ბევრი ინტერვიუ მივეცი, ხმაც კი ჩამეხლიჩა, ვისაუბრე საქართველოზე, ამას ვაკეთებთ ხოლმე, რადგან ეს არის მსოფლიოში ნამდვილად ყველაზე ცნობილი და ძალიან ფართომასშტაბიანი უძრავი ქონების ბრენდი, – ამის შესახებ „ტრამპ ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ერიკ ტრამპმა განაცხადა.
როგორც ერიკ ტრამპმა თბილისში, „ტრამპთაურის“ ოფიციალურ საერთაშორისო ღონისძიებაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა, როდესაც „ტრამპტაუერი“ თბილისში შემოვა, ქალაქი უფრო შესამჩნევი გახდება.
„ახლა მოხდება განვითარების და დეველოპმენტის ახალი სტანდარტის განსაზღვრა და რადგანაც ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს, ადგილმდებარეობას, გვინდა, საქართველო მართლაც მოექცეს მსოფლიო რუკაზე და დიდი ყურადღება იქნეს გამოჩენილი საქართველოს მიმართ. ნიუ იორკში არის ყველაზე ცნობილი ცენტრალური პარკი და ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ იქ ყველაზე მაღალი შენობა არის 65-სართულიანი. გვიხარია, რომ მსგავსი ინიციატივა საქართველოშიც იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ასეც მოხდება. ძალიან მიხარია, რომ ნიუ იორკის ცენტრალური პარკის გარდა, თბილისშიც, ცენტრალურ პარკთან იქნება ტრამპ თაუერი და ეს იქნება მართლაც გაგრძელება იმისა, რაც მამაჩემმა დაიწყო და ბევრი წლის წინ განახორციელა. ეს სახელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდებული. ეს შენობა არის მართლაც ფანტასტიკური და ეს გუნდი არის შესანიშნავი. ეს იქნება ისეთი პროექტი, რომელიც ნამდვილად იქნება საინტერესო მომავალი წლების განმავლობაში“, – განაცხადა ერიკ ტრამპმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GEთბილისი შესანიშნავი და დიდებული ქალაქია... მიხარია, რომ 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶 საქართველოში აშენდება - ერიკ ტრამპი
- რუსთავი 2ერიკ ტრამპი: საქართველოსთვის "ტრამპთაუერი" მოიტანს იმას, რომ მსოფლიოს მზერა მიპყრობილი იქნება მისკენ, თბილისშიც ცენტრალურ პარკთან იქნება "ტრამპთაუერი", ეს არის გაგრძელება იმისა, რაც მამაჩემმა დაიწყო
- რუსთავი 2ერიკ ტრამპი: მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას, შესანიშნავია, რომ ასეთი სიყვარული არსებობს ორ ქვეყანას შორის, მინდა, ჩვენი შენობა იყოს საუკეთესო, ეს მოიტანს იმას, რომ მთელი მსოფლიოს თვალი მოპყრობილი იქნება საქართველოსკენ
ციტატები სტატიიდან
„ახლა მოხდება განვითარების და დეველოპმენტის ახალი სტანდარტის განსაზღვრა და რადგანაც ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს, ადგილმდებარეობას, გვინდა, საქართველო მართლაც მოექცეს მსოფლიო რუკაზე და დიდი ყურადღება იქნეს გამოჩენილი საქართველოს მიმართ. ნიუ იორკში არის ყველაზე ცნობილი ცენტრალური პარკი და ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ იქ ყველაზე მაღალი შენობა არის 65-სართულიანი. გვიხარია, რომ მსგავსი ინიციატივა საქართველოშიც იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ასეც მოხდება. ძალიან მიხარია, რომ ნიუ იორკის ცენტრალური პარკის გარდა, თბილისშიც, ცენტრალურ პარკთან იქნება ტრამპ თაუერი და ეს იქნება მართლაც გაგრძელება იმისა, რაც მამაჩემმა დაიწყო და ბევრი წლის წინ განახორციელა. ეს სახელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდებული. ეს შენობა არის მართლაც ფანტასტიკური და ეს გუნდი არის შესანიშნავი. ეს იქნება ისეთი პროექტი, რომელიც ნამდვილად იქნება საინტერესო მომავალი წლების განმავლობაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…