ნიკა ობოლაძე: კალაძე საუბრობს რომ როგორც მოსკოვშია წრიული მოძრაობა, ესე თბილისს ვერ გავუკეთებთო... მხოლოდ მოსკოვში არ არის წრიული მაგისტრალები, ესეა თითქმის ყველა ამერიკულ დიდ ქალაქში.
ნიკა ობოლაძე: პ.ს. თბილისს ჭირდება პერიმეტრის წრიული ჩქაროსნული 2-2 ზოლიანი ავტომაგისტრალი, ამისთვის არის ფულიც, არის ტექნოლოგიებიც, არის შესაძლებლობაც - რაც არ არის არ არის ხედვა, ლიდერობა და ცოდნა რომ ეს გასაკეთებელია.

პოლიტიკოსი, იურისტი ნიკა ობოლაძე:
კახა კალაძე საუბრობს რომ როგორც მოსკოვშია წრიული მოძრაობა, ესე თბილისს ვერ გავუკეთებთო:
1. მხოლოდ მოსკოვში არ არის წრიული მაგისტრალები, ესეა თითქმის ყველა ამერიკულ დიდ ქალაქში.
(მაგ: ვაშინგტონი, მინიაპოლისი, ატლანტა, ჰიუსტონი და სხვა ...)
ესეა დიდ აზიურ ქალაქებში.
(მაგ: ტოკიო, პეკინი, ჯაკარტა, ნიუ დელი, ასტანა და სხვა ...)
ასეა აფრიკულ ქალაქებში.
(მაგ: კაირო, იოჰანესბურგი და სხვა ..)
და რაც მთავარია ასეა მოწყობილი ძველი ევროპის ქალაქები.
(მაგ: ლონდონი, პარიზი, მადრიდი, რომი, მიუნჰენი, ბუდაპეშტი, მილანი, პეტერბურგი და სხვა მრავალი....
2. ევროპულმა ქალალაქებმა 60-80 წლის წინ იფიქრეს ქალაქის ირგვლივ პერიმეტრზე წრის შეკვრის აუცილებლობაზე და გააკეთს კიდევაც ეს, გააკეთს მაშინ როცა ტექნოლოგიები გაცილებით შორს იყო დღევანდელისგან და გაცილებით რთული ჩანდა ბუნებრივი ბარიერების დაძლევა.
3. თბილისის წრიული მაგისტრალის ასაშენებლად საერთოდ არ არის საჭირო ის ძალისხმევა, ფინანსები და ტექნოლოგიები რასაც ნორვეგია აკეთებს, როცა ოკეანის ფსკერზე გაყავს გვირაბები და ფსკერზევე გვირაბებით აწყობს სატრანსპორტო კვანძებს.
4. საქართველომ გაიყვანა 60 კმ -ის ჩქაროისნული ავტომაგისტრალი ხაშური-ზესტაფონის მთიან რელიეფში, საქართველომ გაიყვანა 9 კმ-ის 2 გვირაბი ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე ლარსის მიმართულებით და და გაიყვანა 2 ცალი 8,3 კმ სიგრძის სარკინიგზო გვირაბი ქვიშხეთი-ზვარეს მიმართულებით.
თბილისის რელიეფი ნამდვიალდ არ არის დაუძლეველი.
5. თბილისის აგლომერაცია არის საქართველოს ტერიტორიის 1 % და აქ იწარმოება საქართველოს ეკონომიკის 60-70 %. ამ ქალაქში თუ ინვესტიციები არ ჩაიდო ახალ მეტროსადგურებში და საზოგადოებრივი ტრანპოსრტის განვთარებაში - აქ ცხოვრება მუდამ იქნება ტანჯვა, მაგრამ წრიული ავტომაგისტრალი მხოლოდ ავსებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და კომფორტული საცხოვრებელი ქალაქის იდეას.
"რაღაცატომ" ევროპული ქალაქების ეკონომიკური ბუმი უკავშრდება პერიოდს როდესაც მათ დაასრულეს და შეკრეს პერიმეტრის წრიული ავტომაგისტრალები. ეს ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა ანაწილებს ნაკადებს ცენტრიდან პერიფერიისკენ და არა პირიქით, როგორც ახლაა მოწყობილი თბილისი, როცა პერიფერიიდან ცენტრში (სანაპიროზე) მოდის უბნებშორისი ნაკადი, აიაფებს ლოჯისტიკას, მრეწველობას, ვაჭრობას და ათავისუფლებს ცენტრს, ქმნის საინვესტიციო შესაძლებლობებს და აადვილებს ცხოვრებას, აჩენს ახალ დროს და შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ზრდის ეკონომიკურ აქტივობებს.
6. ტექნოლოგიები წინ მიდის, გვირაბის გაყვანა და ხიდის აშენება არათუ ტექნიკურად გადაჭრადი ამოცანებია, ჩინური ტექნოლოგიების გამოყენებით საკმარისად იაფიც არის.
ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა თუ რამეში უნდა გამოვიყენთ ზუსტდაც რომ მასშტაბური ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.
პ.ს. თბილისს ჭირდება პერიმეტრის წრიული ჩქაროსნული 2-2 ზოლიანი ავტომაგისტრალი, ამისთვის არის ფულიც, არის ტექნოლოგიებიც, არის შესაძლებლობაც - რაც არ არის არ არის ხედვა, ლიდერობა და ცოდნა რომ ეს გასაკეთებელია.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…