ირაკლი კობახიძე:ჩვენთვის ღირებულებას წარმოადგენს ევროპა და ევროპული ფასეულობები და არა კონკრეტული პოლიტიკოსები თუ ბიუროკრატები, რომლებიც დღეს ამ ინსტიტუტებს წარმოადგენენ, ჩვენთვის ევროპა ევროპული ფასეულობებია, ევროპული ტრადიციები, ევროპული კულტურა და ცივილიზაცია, სწორედ ამიტომ გვსურს, გავხდეთ ევროკავშირის განუყოფელი ნაწილი
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსთვის ღირებულებას წარმოადგენს ევროპა და არა კონკრეტული პოლიტიკოსები თუ ბიუროკრატები, რომლებიც დროებით იკავებენ თანამდებობებს. მისი თქმით, ევროკავშირის წევრობა ქვეყნის მტკიცე სურვილია, თუმცა იმედოვნებს, რომ ევროპელი ჩინოვნიკები შიდა პროცესებში ჩარევას შეწყვეტენ.

ჩვენთვის ევროპა, უპირველეს ყოვლისა, ევროპული ფასეულობებია, ევროპული ტრადიციები, ევროპული კულტურა და ცივილიზაცია. სწორედ ამიტომ გვსურს, გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი, მისი განუყოფელი შემადგენელი ნაწილი, რადგან ჩვენთვის ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს ირჩევენ, ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იკავებენ თანამდებობებს, შემდეგ კი მიდიან, მაგრამ ევროპა და ევროკავშირი დარჩება.
„შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რატომ გვსურს ევროკავშირის წევრობა, თუ ჩვენგან ომის დაწყებას მოითხოვენ ან ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში ერევიან? ჩვენთვის ღირებულებას წარმოადგენს ევროპა და ევროპული ფასეულობები და არა კონკრეტული ადამიანები - პოლიტიკოსები თუ ბიუროკრატები, რომლებიც დღეს ამ ინსტიტუტებს წარმოადგენენ. ჩვენთვის ევროპა, უპირველეს ყოვლისა, ევროპული ფასეულობებია, ევროპული ტრადიციები, ევროპული კულტურა და ცივილიზაცია. სწორედ ამიტომ გვსურს, გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი, მისი განუყოფელი შემადგენელი ნაწილი, რადგან ჩვენთვის ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს ირჩევენ, ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იკავებენ თანამდებობებს, შემდეგ კი მიდიან, მაგრამ ევროპა და ევროკავშირი დარჩება. ჩვენთვის ევროპული სივრცის განუყოფელ ნაწილად ყოფნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. ეს ჩვენი სურვილი მრავალი საუკუნის განმავლობაში იყო და იგი ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენს ტრადიციებში, კულტურასა და ქრისტიანულ მემკვიდრეობაში. სწორედ ამიტომ გვაქვს ასეთი მტკიცე სურვილი, გავხდეთ ევროპული სივრცისა და ევროკავშირის ნაწილი.
ამასთან, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და გვჯერა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას შეცვლიან. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ისინი აღარ ჩაერევიან ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში და აღარ შეეცდებიან, საქართველოს არასასურველი სცენარებისკენ უბიძგონ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…