პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ნურმაგომედოვი ნამდვილი ნაძირალაა" - დვალიშვილს UFC-ს ამერიკელი ჩემპიონი გამოექომაგა

UFC-ს საშუალო წონის ჩემპიონმა შონ სტრიკლენდმა აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილზე მომხდარი თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვი გააკრიტიკა. სტრიკლენდის თქმით, ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები ძაღლებივით იქცევიან.

"ნურმაგომედოვი ნამდვილი ნაძირალაა" - დვალიშვილს UFC-ს ამერიკელი ჩემპიონი გამოექომაგა
სპორტალი

საშუალო წონაში UFC-ს ჩემპიონი, ამერიკელი შონ სტრიკლენდი, აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვისა და მისი ათამდე თანმხლები პირის მერაბ დვალიშვილზე და მასთან ერთად მყოფ 21 წლის საბა ლაზიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა.

„უსმან ნურმაგომედოვი ნამდვილი ნაძირალაა... ეს ტიპები მხოლოდ იმას ცდილობენ, რომ თავი მაგარ ბიჭებად წარმოაჩინონ, სინამდვილეში კი ძაღლებივით იქცევიან, რომლებიც მხოლოდ იმას ელოდებიან, რომ თავს დაგესხან, როდესაც მათ ვერ ხედავ... ეს რა არის, მუსლიმური ზნე-ჩვეულებაა? თუ ის უბრალოდ გარეწარია?“, - დაწერა სტრიკლენდმა სოციალურ ქსელ Х-ში.

ინციდენტი RAF-ის ღონისძიებაზე იმ დროს მოხდა, როდესაც დვალიშვილს ინტერვიუს დროს დაესხნენ თავს. მერაბი 14 ნოემბერს მარლონ მორაესს უნდა დაუპირისპირდეს.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
„რა სირცხვილია, მშიშრების გუნდი“, „მერაბ, ნამდვილი კაცი ხარ”, „მერაბ, საბა, თქვენ ქართულ გულს ვენაცვალე!“ „არც სპორტული საქციელია და არც სწორი“ - სპორტესმენები მთელი მსოფლიოდან მერაბ დვალიშვილს მხარდაჭრას უცხადებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები