პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„რა სირცხვილია, მშიშრების გუნდი“, „მერაბ, ნამდვილი კაცი ხარ”, „მერაბ, საბა, თქვენ ქართულ გულს ვენაცვალე!“ „არც სპორტული საქციელია და არც სწორი“ - სპორტესმენები მთელი მსოფლიოდან მერაბ დვალიშვილს მხარდაჭრას უცხადებენ

აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე ძმები ნურმაგომედოვებისა და მათი თანმხლები პირების თავდასხმის შემდეგ, ქართველ და უცხოელ სპორტსმენთა ნაწილმა დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„რა სირცხვილია, მშიშრების გუნდი“, „მერაბ, ნამდვილი კაცი ხარ”, „მერაბ, საბა, თქვენ ქართულ გულს ვენაცვალე!“ „არც სპორტული საქციელია და არც სწორი“ - სპორტესმენები მთელი მსოფლიოდან მერაბ დვალიშვილს მხარდაჭრას უცხადებენ
იმედინიუსი

მერაბ დვალიშვილს, რომელსაც აბუ-დაბიში, სადაც RAF-ის მორიგი ეტაპი უნდა გაიმართოს, გუშინ უკნიდან მიპარვით UFC-ის მებრძოლები, ძმები ნურმაგომედოვები და მათი თანმხლები პირები თავს დაესხნენ, სპორსტმენები მხარდაჭერას უცხადებენ.

დვალიშვილსა და მის მეგობარს, 21 წლის საბა ლაზიშვილს სოციალურ ქსელებში მხარდაჭერა არაერთმა ქართველმა და უცხოელმა სპორტსმენმა, მათ შორის UFC-ის მოქმედმა და ყოფილი ჩემპიონებმა გამოუცხადეს:

ილია თოფურია: როგორც გავრცელდა, უსმანი იმ მშიშრებთან ერთად დააკავეს, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ. და ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავენ? რა სირცხვილია, მშიშრების გუნდი, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საშუალო დონის ინდივიდები იყავით. ახლა კი ბოლო ეჭვიც გაფანტეთ. ღირსება, პატივისცემა და თავმდაბლობა ის სიტყვები არ არის, რომლებსაც ქადაგებ. ეს ის ღირებულებებია, რომლებითაც ცხოვრობ. თქვენ კი არც ერთი მათგანი არ გაგაჩნიათ!“

ზვიად ლაზიშვილი, საბა ლაზიშვილის ძმა: „მარჯვენაში გენაცვალე“.

UFC-ის საშუალო წონის ჩემპიონი შონ სტრიკლენდი: „უსმან ნურმაგოედოვი ბ***-ის პირდაპირი განმარტებაა. ისინი ერთად დარბიან და თავას გაჩვენებენ, თითქოს ძალიან მაგრები არიან, მაგრამ ძაღლებივით იქცევიან, რომლებიც ელოდებიან, რომ თავს დაგესხან მაშინ, როცა არ უყურებ”.

UFC-ის მებრძოლი ბრენდონ როივალი: „იმ ამბავში ყველაზე მაგარი იცით, რა იყო? ის ბიჭი - მერაბთან ერთად, უკან რომ არ დაიხია. ორმა კაცმა იჩხუბა დაახლოებით ათის წინააღმდეგ”.

UFC-ის მებრძოლი ისრაელ ადესანია: „გველმა შეიძლება, კანი გამოიცვალოს მაგრამ მაინც გველად დარჩება. საბოლოოდ გამარჯვებულები მაინც თქვენ გამოხვალთ”.

UFC-ის ვეტერანი მებრძოლი რაფაელ დოს ანიოსი: „ძალიან ცუდია. მერაბ, ნამდვილი კაცი ხარ”.

UFC-ის მებრძოლი რომან დოლიძე: „ყოვლად მიურებელია, ყველაფერს თავისი სახლი უნდა ერქვას. არც სპორტული საქციელია და არც სწორი“.

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური: „ნეტა, მანდ ვყოფილიყავი! მერაბ, საბა, თქვენ ქართულ გულს ვენაცვალე! ისეთი პასუხი გაეცით, როგორიც შეგვეფერება! შეიძლება, რიცხობრივად ცოტა ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ქართულ გასაკეთებელს ყოვეკთვის გავაკეტებთ! მაგ ტურებს სადაც შევხვდები, ჩემს წილ ქართულ პასუხს იქ გავცემ! მერაბ, შენთან ვართ!”

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი: „არაკაცური, არასპორტული საქციელი. მერაბ, შენს გვერდში ვართ, როგორც ყოველთვის”.

საქართველოს საკალთბურთო ნაკრების კაპიტანი. თორნიკე შენგელია: „2 ბევრის წინააღმდეგ და მაინც გამარჯვებულები გამოვიდნენ”.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
„ეს მშიშარა ადამიანების საქციელია. თუ ჩხუბი გინდათ, ამისთვის ოქტაგონი არსებობს“ - ძმები ნურმაგომედოვები მერაბ დვალიშვილს თავს დაესხნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები