"ინტერვიუს ვწერდი, როდესაც უსმანი და მისი მეგობრები ზურგიდან მომეპარნენ, მე და ჩემს მეგობარს ფიზიკურად შემოგვიტიეს" - UFC-ის ჩემპიონს მერაბ დვალიშვილს აბუ-დაბიში თავს დაესხნენ
UFC-ის ჩემპიონ მერაბ დვალიშვილის განცხადებით, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერისას უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები დაახლოებით 20 პირი მას და მის მეგობარს თავს დაესხნენ.

UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს, აბუ-დაბიში, სასტუმროს ფოიეში თავს დაესხნენ. როგორც დვალიშვილი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, მას და მის მეგობარს უსმან ნურმაგომედოვმა და მისმა თანმხლებმა პირებმა - დაახლოებით 20-მა ადამიანმა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ინციდენტი აბუ-დაბიში იმ დროს მოხდა, როდესაც დვალიშვილი RAF-ის ღონისძიებისთვის ინტერვიუს წერდა.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქართველ მებრძოლს სახეზე, კერძოდ, ცხვირისა და მარცხენა თვალის არეში, სერიოზული დაზიანებები და სისხლდენა აქვს, რის გამოც მისი ტურნირში მონაწილეობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
"სასტუმროს ჰოლში RAF-ისთვის ინტერვიუს ვწერდი, როდესაც უსმანი და მისი მეგობრები ზურგიდან მომეპარნენ, მე და ჩემს ახალგაზრდა მეგობარს ფიზიკურად შემოგვიტიეს. დაცვა მიჭერდა, წაქცეულებს კი ლაჩრებივით გვირტყამდნენ", - აღნიშნავს მერაბ დვალიშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…