ირაკლი კობახიძე – გაეცანით ევროკომისიის შეფასებებს პარიზში აქციებზე, თბილისში აქციები გაცილებით ძალადობრივი იყო, ამის მიუხედავად, აშშ-ის წინა ადმინისტრაცია, ევროპული ბიუროკრატია აცხადებდნენ, რომ საქართველოში მშვიდობიანი აქციები იყო, ეს სიცრუეა
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თბილისში აქციები პარიზის აქციებზე გაცილებით ძალადობრივი იყო, ხოლო აშშ-ის წინა ადმინისტრაციისა და ევროპული ბიუროკრატიის განცხადებები მათ მშვიდობიანობაზე სიცრუეა.

დემოკრატიული არჩევნების შედეგების არაღიარების სამი მცდელობა, ქვეყანაში ძალადობრივი თუ არაძალადობრივი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ხუთი მცდელობა – და ყოველივე ამას საზღვარგარეთიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჰქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში არაერთხელ იყო მცდელობა, ძირი გამოეთხარათ დემოკრატიული არჩევნებისთვის და ამ პროცესებში მონაწილეობდნენ როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ოპოზიციური ძალები, ისე მათი უცხოელი მხარდამჭერები.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველოში არაერთხელ იყო მცდელობა, ძირი გამოეთხარათ დემოკრატიული არჩევნებისთვის. ამ პროცესებში მონაწილეობდნენ როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ოპოზიციური ძალები, ისე მათი უცხოელი მხარდამჭერები. საქმე მხოლოდ დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევას არ ეხებოდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველო სახელმწიფო გადატრიალების ხუთ მცდელობას დაუპირისპირდა. ამ ხუთი მცდელობიდან ოთხს ძალადობრივი ხასიათი ჰქონდა. თქვენ მაგალითად მოიყვანეთ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის განცხადება მშვიდობიან საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. თუმცა ეს ე.წ. მშვიდობიანი საპროტესტო აქციები „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებით მიმდინარეობდა. მონაწილეები თბილისში პოლიციელების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ. დღეს შეგიძლიათ გაეცნოთ ევროკომისიის შეფასებებს პარიზში გამართული ძალადობრივი საპროტესტო აქციების შესახებ. შემიძლია, გითხრათ, რომ თბილისში გამართული საპროტესტო აქციები გაცილებით ძალადობრივი იყო. ამის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია, ისევე როგორც წინა და მოქმედი ევროპული ბიუროკრატია, აცხადებდნენ, რომ საქართველოში მხოლოდ მშვიდობიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. ეს უბრალოდ სიცრუეა.
რომ შევაჯამოთ: დემოკრატიული არჩევნების შედეგების არაღიარების სამი მცდელობა, ქვეყანაში ძალადობრივი თუ არაძალადობრივი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ხუთი მცდელობა – და ყოველივე ამას საზღვარგარეთიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჰქონდა,”- განაცხადა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…