პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის მაჩვენებელი 70%-ს აღემატება, ამავდროულად, ევროპელი ბიუროკრატები მუდმივად გვესხმიან თავს, თუმცა ჩვენ არჩევნებზე კვლავ და კვლავ ხმების 50 %-ზე მეტს ვიღებთ, იმიტომ, რომ ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მათ კარგად შეუძლიათ გაარჩიონ, როდის ამბობენ ევროპელი ბიუროკრატები სიმართლეს და როდის - სიცრუეს

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი ბიუროკრატები მუდმივად ესხმიან თავს, ხელისუფლება არჩევნებზე ხმების 50%-ზე მეტს იღებს, რადგან მოქალაქეები არჩევენ, როდის ამბობს ბიუროკრატია სიმართლეს და როდის სიცრუეს.

პრემიერი: საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის მაჩვენებელი 70%-ს აღემატება, ამავდროულად, ევროპელი ბიუროკრატები მუდმივად გვესხმიან თავს, თუმცა ჩვენ არჩევნებზე კვლავ და კვლავ ხმების 50 %-ზე მეტს ვიღებთ, იმიტომ, რომ ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მათ კარგად შეუძლიათ გაარჩიონ, როდის ამბობენ ევროპელი ბიუროკრატები სიმართლეს და როდის - სიცრუეს
იმედინიუსი

საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა ძალიან მაღალია. ეს მაჩვენებელი 70%-ს აღემატება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ ამავე დროს, მათ კარგად შეუძლიათ გაარჩიონ, როდის ამბობენ ევროპელი ბიუროკრატები სიმართლეს და როდის - სიცრუეს.

„საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა ძალიან მაღალია. ეს მაჩვენებელი 70%-ს აღემატება. ამავდროულად, ევროპელი ბიუროკრატები მუდმივად გვესხმიან თავს, თუმცა ჩვენ არჩევნებზე კვლავ და კვლავ ხმების 50 %-ზე მეტს ვიღებთ. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ევროკავშირი, როგორც ასეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ ამავე დროს, მათ კარგად შეუძლიათ გაარჩიონ, როდის ამბობენ ევროპელი ბიუროკრატები სიმართლეს და როდის - სიცრუეს. სწორედ ამიტომ საქართველოს მოსახლეობას ამ ორი საკითხის ერთმანეთისგან გამიჯვნა ძალიან მარტივად შეუძლია”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: „ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები