პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: შეგიძლიათ გაეცნოთ ევროკომისიის შეფასებებს პარიზის ძალადობრივ აქციებზე, თბილისში აქციები გაცილებით ძალადობრივი იყო, თუმცა აშშ-ის წინა ადმინისტრაცია, ევროპული ბიუროკრატია, აცხადებდნენ, რომ საქართველოში მშვიდობიანი აქციები მიმდინარეობდა, ეს სიცრუეა

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თბილისში აქციები პარიზზე გაცილებით ძალადობრივი იყო, ხოლო აშშ-ის წინა ადმინისტრაციისა და ევროპული ბიუროკრატიის განცხადებები მათ მშვიდობიანობაზე სიცრუეა. მისი თქმით, საქართველო სახელმწიფო გადატრიალების ხუთ მცდელობას დაუპირისპირდა.

პრემიერი: შეგიძლიათ გაეცნოთ ევროკომისიის შეფასებებს პარიზის ძალადობრივ აქციებზე, თბილისში აქციები გაცილებით ძალადობრივი იყო, თუმცა აშშ-ის წინა ადმინისტრაცია, ევროპული ბიუროკრატია, აცხადებდნენ, რომ საქართველოში მშვიდობიანი აქციები მიმდინარეობდა, ეს სიცრუეა
რუსთავი 2

დემოკრატიული არჩევნების შედეგების არაღიარების სამი მცდელობა, ქვეყანაში ძალადობრივი თუ არაძალადობრივი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ხუთი მცდელობა - და ყოველივე ამას საზღვარგარეთიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჰქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში არაერთხელ იყო მცდელობა, ძირი გამოეთხარათ დემოკრატიული არჩევნებისთვის და ამ პროცესებში მონაწილეობდნენ როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ოპოზიციური ძალები, ისე მათი უცხოელი მხარდამჭერები.

"კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველოში არაერთხელ იყო მცდელობა, ძირი გამოეთხარათ დემოკრატიული არჩევნებისთვის. ამ პროცესებში მონაწილეობდნენ როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ოპოზიციური ძალები, ისე მათი უცხოელი მხარდამჭერები. საქმე მხოლოდ დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევას არ ეხებოდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველო სახელმწიფო გადატრიალების ხუთ მცდელობას დაუპირისპირდა. ამ ხუთი მცდელობიდან ოთხს ძალადობრივი ხასიათი ჰქონდა. თქვენ მაგალითად მოიყვანეთ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის განცხადება მშვიდობიან საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. თუმცა ეს ე.წ. მშვიდობიანი საპროტესტო აქციები „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებით მიმდინარეობდა. მონაწილეები თბილისში პოლიციელების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ. დღეს შეგიძლიათ გაეცნოთ ევროკომისიის შეფასებებს პარიზში გამართული ძალადობრივი საპროტესტო აქციების შესახებ. შემიძლია გითხრათ, რომ თბილისში გამართული საპროტესტო აქციები გაცილებით ძალადობრივი იყო. ამის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია, ისევე როგორც წინა და მოქმედი ევროპული ბიუროკრატია, აცხადებდნენ, რომ საქართველოში მხოლოდ მშვიდობიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. ეს უბრალოდ სიცრუეა.

რომ შევაჯამოთ: დემოკრატიული არჩევნების შედეგების არაღიარების სამი მცდელობა, ქვეყანაში ძალადობრივი თუ არაძალადობრივი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ხუთი მცდელობა - და ყოველივე ამას საზღვარგარეთიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჰქონდა", - განაცხადა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – გაეცანით ევროკომისიის შეფასებებს პარიზში აქციებზე, თბილისში აქციები გაცილებით ძალადობრივი იყო, ამის მიუხედავად, აშშ-ის წინა ადმინისტრაცია, ევროპული ბიუროკრატია აცხადებდნენ, რომ საქართველოში მშვიდობიანი აქციები იყო, ეს სიცრუეა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი: საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის მაჩვენებელი 70%-ს აღემატება, ამავდროულად, ევროპელი ბიუროკრატები მუდმივად გვესხმიან თავს, თუმცა ჩვენ არჩევნებზე კვლავ და კვლავ ხმების 50 %-ზე მეტს ვიღებთ, იმიტომ, რომ ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მათ კარგად შეუძლიათ გაარჩიონ, როდის ამბობენ ევროპელი ბიუროკრატები სიმართლეს და როდის - სიცრუესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები