ირაკლი კობახიძე: ევროკომისიამ უარით უპასუხა ჩვენს სურვილს, დაწყებულიყო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, მოგვიანებით, 2024 წლის ივნისში ევროკომისიამ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილებაც კი მიიღო, ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ამ ვითარების შეცვლით, თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანია ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის არსებობა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკომისიამ საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებაზე უარი თქვა და პოლიტიკური დიალოგი შეაჩერა, თუმცა ქვეყანა ვითარების შეცვლით დაინტერესებულია.

საქართველოს როლი ევროპისთვის შესაძლოა უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს. ეს როლი დღესაც მნიშვნელოვანია და მომავალში მისი მნიშვნელობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.
მთავრობის მეთაურმა საქართველოსა და ევროპას შორის არსებული კავშირების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ არის მოწოდებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
„კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული სპეციფიკური გამოწვევების წინაშე ვდგავართ. 2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი წარადგინა, თუმცა 2022 წლის ივნისში ჩვენს განაცხადზე უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
მოგვიანებით, საქართველომ მაინც მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამის შემდეგ ევროკომისიამ უარით უპასუხა ჩვენს სურვილს, დაწყებულიყო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. მოგვიანებით, ევროკომისიამ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილებაც კი მიიღო. ეს 2024 წლის ივნისში მოხდა.
დღეს ჩვენი ურთიერთობების მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, საკმარისად პოზიტიური არ არის. ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ამ ვითარების შეცვლით. თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ორ მხარეს შორის ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის არსებობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიასაქართველოს როლი ევროპისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია და შესაძლოა, მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდეს. გთავაზობთ გულწრფელ და ღია დიალოგს ყველა საკითხზე - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე – ევროკომისიამ უარით უპასუხა ჩვენს სურვილს, დაწყებულიყო გაწევრიანების მოლაპარაკებები, მოგვიანებით, პოლიტიკური დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილებაც კი მიიღო, დაინტერესებული ვართ ამ ვითარების შეცვლით
პრემიერი: ევროკომისიამ უარით უპასუხა ჩვენს სურვილს, დაწყებულიყო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, პოლიტიკური დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილებაც მიიღო. დაინტერესებული ვართ ვითარების შეცვლით, მნიშვნელოვანია ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობა
ირაკლი კობახიძე: „ევროკომისიამ უარით უპასუხა ჩვენს სურვილს, დაწყებულიყო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, მოგვიანებით, 2024 წლის ივნისში ევროკომისიამ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილებაც კი მიიღო, ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ამ ვითარების შეცვლით, თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანია ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის არსებობა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…