პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

ანტალიაში „ლიდერების სამიტის“ ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, რის შესახებაც ვიდეო თავად ფაშინიანმა გამოაქვეყნა.

მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
რადიო თავისუფლება

მეზობელი ქვეყნების ლიდერების ხანმოკლე შეხვედრა, ფაშინიანის თანახმად, „ლიდერების სამიტის“ ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრის შესახებ მოკლე ვიდეო ფაშინიანმა 11 ნოემბერს გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, რომ ლიდერები მარტონი საუბრობენ.

არც მის და არც ყაველაშვილის ადმინისტრაციებს დამატებითი ცნობები ოთხშაბათ გვიან საღამოსთვის არ გამოუქვეყნებიათ.

10 ნოემბერს პრეზიდენტი ყაველაშვილი ანტალიაში შეხვდა უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს. თურქეთში სხვა შეხვედრების შესახებ მის ადმინისტრაციას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

10-11 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ანტალიაში შეხვდა:

თურქეთის პრეზიდენტ რეფეპ ტაიპ ერდოანს,

ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს,

მონტენეგროს პრეზიდენტ იაკოვ მილატოვიჩს.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სომხეთის პრემიერ-მინისტრი თურქეთში ჩავიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები