სომხეთის პრემიერ-მინისტრი თურქეთში ჩავიდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავიდა, სადაც ანტალიაში დაგეგმილ ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში ჩავიდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის მთავრობის მეთაური ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში დაგეგმილ ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ფაშინიანის ორმხრივი შეხვედრები უცხოელ პარტნიორებთან.
ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა ფაშინიანი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…