მიხეილ ყაველაშვილი დღეს, ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას მიმართავს; მან უკვე გამართა შეხვედრა უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან შუა დერეფნის საკითხებზე.

თურქეთში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი - მიხეილ ყაველაშვილი დღეს სიტყვით მიმართავს ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს.
აღნიშნული ფორუმის ფარგლებში, უკვე შედგა საქართველოს პრეზიდენტისა და მისი უზბეკი კოლეგის შეხვედრა. მიხეილ ყაველაშვილმა და შავკატ მირზიოევმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. აქცენტი გაკეთდა შუა დერეფნის განვითარებასა და ცენტრალური აზიიდან საქართველოს პორტების გავლით ევროპისკენ სატვირთო გადაზიდვების შესაძლებლობებზე.
ანტალიაში კონფერენცია კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ გლობალურ პრობლემებს, კლიმატურ რისკებთან ადაპტაციის, გარემოსდაცვითი პოლიტიკის გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს ეძღვნება. მასზე პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…