პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს

UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აცხადებს, რომ აბუ-დაბიში გამართულ ღონისძიებაზე უსმან და უმარ ნურმაგომედოვები თავიანთ გარემოცვასთან ერთად მას ზურგიდან თავს დაესხნენ. დვალიშვილის თქმით, ინციდენტის მიუხედავად, ის თავს კარგად გრძნობს.

რამდენიმე წუთის წინ UFC-ის მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს RAF-ის ღონისძიებაზე უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან თავს დაესხნენ.

ვრცელდება ინციდენტის ამსახველი ვიდეო.

მერაბმა ჩხუბის შემდეგ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს.

"რა ვერაგული საქციელია, ბიჭებო. მხოლოდ ორნი ვიყავით, მე და ჩემი მეგობარი ჩამოვედით აქ, აბუ-დაბიში და უსმან, უმარ ნურმაგომედოვები და მათი მეგობრები გველებივით ზურგიდან მოგვეპარნენ.

რა ტიპის მებრძოლები ხართ? როგორი კაცები იქცევიან ასე, ძმაო? თუ საუბარი ან ჩხუბი გინდათ, მოდი ნამდვილი კაცებივით გავარკვიოთ. თქვენ ზურგიდან მოგვეპარეთ, როცა მხოლოდ ორნი ვიყავით და თან მომზადებულები დაგვხვდით. ეს რა ჯანდაბაა? ზურგიდან? ვინ აკეთებს ამას? საკუთარ თავს კაცებს ეძახით? ჩვეულებრივი ლაჩრები პატარა ძუ*ნები ხართ. ჩვენ სისხლს ვღვრით, ვჩხუბობთ, ვომობთ, თქვენ კი უბრალოდ მუხთლები ხართ, ძმაო.

ნამდვილი კაცები არ ხართ.ეს აჩვენებს თქვენს ხასიათს და იმას, რომ კაცები არ ხართ. რა ჯანდაბაა, ბიჭებო? თუ ჩხუბი გინდათ, ვიჩხუბოთ. მოდი, ვიჩხუბოთ. ჩვენ მებრძოლები ვართ, ძმაო. მე ვლაპარაკობ, ნამდვილი კაცი ვარ, პირდაპირ ვამბობ. თქვენ კი ზურგიდან მოგვეპარეთ და არ ვიცი რამდენი იყავით, თქვენი ყველა მეგობარი გველოდებოდა და ვერაგულად დაგვესხა. ვიცოდი, ბიჭებო, ვიცოდი როგორი ტიპებიც ხართ. ახლახან ჩამოვედი აქ, აბუ-დაბიში და უსმან, უმარ და მათი მეგობრები მალულად, ზურგიდან მოგვეპარნენ და ჩვენს ცემას ეცადნენ, ამდენი კაცი ერთად.

მე კარგად ვარ, ბიჭებო. ჩემს მეგობრებსა და ოჯახს ვეტყვი - მაგრად ვარ, მე მებრძოლი ვარ. ეს ჩემთვის არაფერია, მაგრამ ისევ და ისევ, ეს აჩვენებს, როგორი ხალხი ხართ. მე და საბა ნამდვილი კაცებივით ვჩხუბობდით, თქვენ კი ჩ*მორებივით ჩხუბობდით, ძმაო. ჩ*მორები იქცევიან ასე, ძმაო.

20 კაცი 2 კაცის წინააღმდეგ და ძირს დაგდებულებსაც კი ზურგიდან გვირტყამდით. ლაჩრები ხართ, ძმაო. ლაჩრები. ჩვენ კი მეომრები ვართ, ძმაო", - განაცხადა ვიდეო მიმართვაში დვალიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. სპორტალინეიტრალური[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
  2. რუსთავი 2სამთავრობო"ინტერვიუს ვწერდი, როდესაც უსმანი და მისი მეგობრები ზურგიდან მომეპარნენ, მე და ჩემს მეგობარს ფიზიკურად შემოგვიტიეს" - UFC-ის ჩემპიონს მერაბ დვალიშვილს აბუ-დაბიში თავს დაესხნენ
  3. ფორმულაოპოზიციურიუსმან მერაბ დვალიშვილი—,,ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს“
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიდვალიშვილის თქმით, აბუ-დაბიში უსმან და უმარ ნურმაგომედოვები თავს დაესხნენ
  5. იმედინიუსისამთავრობო„ეს მშიშარა ადამიანების საქციელია. თუ ჩხუბი გინდათ, ამისთვის ოქტაგონი არსებობს“ - ძმები ნურმაგომედოვები მერაბ დვალიშვილს თავს დაესხნენ
  6. ნეტგაზეთიოპოზიციურიდვალიშვილის თქმით, ნურმაგომედოვი და მისი გუნდი თავს დაესხნენ
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები