პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მერაბ დვალიშვილი - ვიმედოვნებ, რომ ყველას გაათავისუფლებენ - საჩივრის შეტანას არ ვაპირებ

მერაბ დვალიშვილი აცხადებს, რომ აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაათავისუფლეს და საჩივრის შეტანას არ აპირებს. მასზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მის თანმხლებ პირებს 6-თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯათ.

მერაბ დვალიშვილი - ვიმედოვნებ, რომ ყველას გაათავისუფლებენ - საჩივრის შეტანას არ ვაპირებ
ინტერპრესნიუსი

ვიმედოვნებ, რომ ყველას გაათავისუფლებენ - საჩივრის შეტანას არ ვაპირებ, - ამის შესახებ UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს. კარგად ვარ, ჯანმრთელად ვარ და მზად ვარ. მსურს მადლობა ვუთხრა ყველას ვინც აბუ-დაბიში ამ საკითხის მოგვარებაში დამეხმარა. მიყვარს აბუ-დაბიში სტუმრობა და მიხარია, რომ თბილად მხვდებიან. ვიმედოვნებ, რომ ყველას გაათავისუფლებენ - მე საჩივრის შეტანას არ ვაპირებ. მსურს მშვიდობა და საუკეთესო - ყველასთვის. მადლობა ყველას თქვენი სიყვარულისთვისა და მხარდაჭერისთვის,” - წერს დვალიშვილი.

11 ნოემბერს, აბუ-დაბიში, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზიშვილი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები გახდნენ - ინციდენტი სასტუმროს ფოიეში მაშინ მოხდა, როცა მერაბ დვალიშვილს დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. სასტუმროში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა საბა ლაზიშვილი.

მომხდართან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. პოლიციამ დაპირისპირების ყველა მონაწილე პოლიციაში გადაიყვანა.

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, თავად მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კი, ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის დააჯარიმეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიდვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს, თავდამსხმელებს პატიმრობა შეეფარდათ
  2. რუსთავი 2სამთავრობო"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მერაბ დვალიშვილი დაგვიბრუნდა" - RAF-ის თანადამფუძნებელი ჩად ბრონშტეინი
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიმერაბ დვალიშვილი თავისუფალია – რა გადაწყვიტა სასამართლომ
  4. ფორმულაოპოზიციურიRAF-ის აღმასრულებელი დირექტორი: მერაბ დვალიშვილი ჩვენთან, აბუ-დაბიში, დაბრუნდა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საბა ლაზიშვილის მამა – ვარ იმედიანად, რომ დღეს გარეთ გამოვლენ, როგორც ვიცი, შესაბამისი უწყებებისთვის დავალებები მიცემულია – მთავრობა ჩართულია და საქმე პირადად პრემიერის კონტროლზე იქნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები