პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, თავად მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კი, ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის დააჯარიმეს

აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილზე თავდასხმისთვის უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ. თავად დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი ინციდენტის ვიდეოს გავრცელებისთვის 50-50 ათასი დირჰემით დააჯარიმეს.

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, თავად მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კი, ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის დააჯარიმეს
ინტერპრესნიუსი

UFC-ის მებრძოლ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰემის ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, - ამის შესახებ ინფორმაციას Croco.ge ავრცელებს.

რაც შეეხება მერაბ დვალიშვილსა და 21 წლის ასევე ქართველ მოჭიდავე საბა ლაზიშვილს, როგორც სპორტული საინფორმაციო ვებგვერდი Sportall.ge წერს, მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს, ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის 50-50 ათასი დირჰემის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრეს.

ამასთან, Sportall.ge-ს ცნობით, მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილისთვის გამოწერილ ჯარიმას თავად ის ორგანიზაცია - RAF-ი დაფარავს, რომლის ღონისძიების ფარგლებშიც სპორტსმენები აბუ-დაბიში იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, აბუ-დაბიში, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზიშვილი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები გახდნენ - ინციდენტი სასტუმროს ფოიეში მაშინ მოხდა, როცა მერაბ დვალიშვილს დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად დაესხა თავს. სასტუმროში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა საბა ლაზიშვილი. მომხდართან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. პოლიციამ დაპირისპირების ყველა მონაწილე პოლიციაში გადაიყვანა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციურინურმაგომედოვების გუნდს პატიმრობა მიესაჯა, დვალიშვილი და ლაზიშვილი კი გათავისუფლდებიან
  2. რუსთავი 2სამთავრობონურმაგომედოვების გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ
  3. სპორტალინეიტრალურიმერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
  4. იმედინიუსისამთავრობოგავრცელებული ინფორმაციით, ნურმაგომედოვების გუნდს პატიმრობა მიესაჯა, დვალიშვილი და ლაზიშვილი კი გათავისუფლდებიან
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
RAF-ის ხელმძღვანელობამ უსმან ნურმაგომედოვს ტურნირზე დასწრება აუკრძალაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები