პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, მეუფე იობ, ერსაც შეურაცხყოფა მიაყენეთ და ბერსაც” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი მეუფე იობს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან თავისი განცხადებებით შეურაცხყოფა მიაყენა ერსაც და ბერსაც, როდესაც ხელისუფლებას „ურწმუნო“ უწოდა და სასულიერო პირების სინდისი ეჭვქვეშ დააყენა.

,, მეუფე იობ, ერსაც შეურაცხყოფა მიაყენეთ და ბერსაც” – ნიკოლოზ მეტრეველი
ალია

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი:

,,მეუფე იობ, ისეთი ტონით ელაპარაკებით მთელ ქვეყანას, ეტყობა, თავი ოლიმპოს მთაზე გგონიათ. იქიდან, როგორც ჩანს, მშვენივრად არჩევთ, ვის რა სწამს, ვის რამდენი სინდისი აქვს და ვინ რა თანხის მიღების შემდეგ გაჩუმდება.

ხელისუფლებას ერთიანად „ურწმუნო“ უწოდეთ. თუ რომელიმე გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებით, დაასახელეთ და გვითხარით, რა არის მასში მიუღებელი. ადამიანების რწმენაზე განაჩენის გამოტანას რა საფუძველი აქვს? მიტროპოლიტის ხარისხი სხვის გულში ჩახედვის უნარსაც ხომ არ გაძლევთ?

სახელმწიფო დაფინანსებას ეკლესიისა და ხელისუფლების „შერწყმის“ მცდელობად მიიჩნევთ. მაშინ გვითხარით, რომელ საეკლესიო გადაწყვეტილებაზე მოახდინა ხელისუფლებამ გავლენა დაფინანსების მეშვეობით?

შემდეგ საკუთარ თანამოსაგრეებსაც გადასწვდით. თქვენი მსჯელობიდან გამოდის, რომ სასულიერო პირს პირობები თუ გაუუმჯობესდა, სიმართლის თქმაც გაუჭირდება. თუ იცით, ვის მოსთხოვეს გაჩუმება და რის სანაცვლოდ, დაასახელეთ. დაფინანსების წესზე დავა შეიძლება. მთელი სამღვდელოების სინდისზე ასეთი ტონით ლაპარაკს კი საბუთი სჭირდება.

შესაწირის აპარატსაც გადასწვდით. ადამიანს კეთილი საქმისთვის ხუთი ლარის გაღება უნდა და ბარათს იყენებს. ამ ამბავშიც პრობლემა იპოვეთ. თქვენი მსჯელობით, მადლს, ეტყობა, მონეტის ჟღარუნიც სჭირდება.

ამ განცხადებით, მეუფე იობ, ერსაც შეურაცხყოფა მიაყენეთ და ბერსაც. ადამიანებს რწმენა დაუწუნეთ, საკუთარ თანამოსაგრეებს გამბედაობა და მრევლსაც ზემოდან შეხედეთ. ოლიმპოდან თუ ჩამობრძანდებით და ისევ ამბიონზე დადგებით, იქნებ აგვიხსნათ, რა გაძლევთ ამდენი ადამიანის განსჯის უფლებას.“

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. POSTVსამთავრობონიკოლზ მეტრეველი – მეუფე იობს: “ადამიანებს რწმენა დაუწუნეთ, საკუთარ თანამოსაგრეებს გამბედაობა და მრევლსაც ზემოდან შეხედეთ. ოლიმპოდან თუ ჩამობრძანდებით და ისევ ამბიონზე დადგებით, იქნებ აგვიხსნათ, რა გაძლევთ ამდენი ადამიანის განსჯის უფლებას”
  2. რუსთავი 2სამთავრობონიკოლოზ მეტრეველი მეუფე იობს: ადამიანებს რწმენა დაუწუნეთ, საკუთარ თანამოსაგრეებს გამბედაობა და მრევლსაც ზემოდან შეხედეთ. ოლიმპოდან თუ ჩამობრძანდებით და ისევ ამბიონზე დადგებით, იქნებ აგვიხსნათ, რა გაძლევთ ამდენი ადამიანის განსჯის უფლებას
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,, ჩვენთან ახლა დიდი იერარქი ვერ იტყვის სიმართლეს, იმიტომ, რომ ძირითადად ფინანსდება სახელმწიფოსგან ეკლესია” – მეუფე იობიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები