პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, ჩვენთან ახლა დიდი იერარქი ვერ იტყვის სიმართლეს, იმიტომ, რომ ძირითადად ფინანსდება სახელმწიფოსგან ეკლესია” – მეუფე იობი

მიტროპოლიტ იობის განცხადებით, ხელისუფლება არაეკლესიურია და სახელმწიფო დაფინანსების გამო მაღალი იერარქები სიმართლეს ვერ ამბობენ. მისივე თქმით, ეკლესიის ბიუჯეტი გაუმჭვირვალეა, ხელისუფლებასთან შერწყმით კი სასულიერო პირები თანამდებობის პირებს დაემსგავსნენ.

,, ჩვენთან ახლა დიდი იერარქი ვერ იტყვის სიმართლეს, იმიტომ, რომ ძირითადად ფინანსდება სახელმწიფოსგან ეკლესია” – მეუფე იობი
ალია

მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) ქადაგებისას აცხადებს:

,,რა თქმა უნდა, ისტორიას თუ გადავხედავთ ვრწმუნდებით იმაში, რომ როდესაც საერო ხელისუფლება იყო მორწმუნე, ეკლესიური და შეთანხმებულად მოქმედებდა ეკლესიასთან ერთად, მაშინ წარმატება იყო. ჩვენ გვქონდა ოქროს ხანა დავითის მიერ დაწყებული და თამარ მეფით დასრულებული. დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის. დღეს მცდელობა არის ხელისუფლებისა და ეკლესიის შერწყმის. და რაში გამოიხატება ეს – გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას აძლევენ ეკლესიას და როდესაც კომფორტი იქნება სასულიერო პირისთვის, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება. ძალიან რთული არის სულიწმინდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა. და ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. დღეს სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა. თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით და მრავლისთვის ძალიან რთული გასაგებია, ქადაგებ რომ გაჭირვება, სიღარებე დაითმინო, ვიღაცას დაეხმარო და შენ ამას არ აკეთებ – როგორ შეისმენს მრევლი, სულიერი შვილი. დიდ კასტასავით ჩამოყალიბდა საქართველოში შერწყმით ხელისუფლებასთან. არაფრით არ შეიძლება…

ჩვენთან ახლა დიდი იერარქი ვერ იტყვის სიმართლეს. ვერ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას მოვლენებისადმი იმიტომ, რომ ძირითადად ფინანსდება სახელმწიფოსგან ეკლესია. კარგი, ვთქვათ დაფინანსდეს – იყოს გამჭვირვალე. თითოეულმა თქვენგანმა, მრევლის წევრებმა, უნდა იცოდეთ სად რა იხარჯება თითოეული თეთრი. სად მიდის, რას ხმარდება. მაგრამ ესეც ყველამ არ ვიცით. შეიძლება ზოგიერთმა თქვას გამჭვირვალე არისო, ყველაფერი ჩანსო, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ვიცით შიგნით რა ხდება.

ამიტომ, ჩვენ რაღაც-რაღაცებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ. ჩვენ ვიცით, წინა ხელისუფლება რას აკეთებდა – გასაგებია, გადაირჩია ერმა. მაგრამ ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს: განარკომანდა დიდი ნაწილი ახალგაზრდების, გაძლიერდა ლუდომანია, კაზინოების დაარსებით და ხელისშეწყობით”.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. Facebookმროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი: დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიტროპოლიტმა იობი - დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება - განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ამ ხელისუფლებამ თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები