პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ღმერთმა შეუნდოს" - "ოცნებაში" უპასუხეს ეპისკოპოსს, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლებამ თავი ამოწურა

ქართული ოცნებასაპატრიარქო

„ქართულ ოცნებაში“ მეუფე იობის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდეს მას შემდეგ, რაც მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შესაძლებლობები ამოწურა და ქვეყანას ურწმუნო მმართველობა ჰყავს.

„უპასუხისმგებლო განცხადება“ - ასე პასუხობენ „ქართულ ოცნებაში“ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის კრიტიკას. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სასულიერო პირმა პოლიტიკური განცხადებებისთვის ამბიონი არ უნდა გამოიყენოს და მიტროპოლიტს სადავო საკითხებზე დიალოგისკენ მოუწოდებენ.

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, ჩემო კარგო. მეუფე იობს თუ რაიმე კითხვები აქვს, დასვას ეს კითხვები და ჩვენი ხელისუფლება უპასუხებს, - ამბობს ირმა ზავრადაშვილი.

"ოცნების" კიდევ ერთი წევრი, ზვიად შალამბერიძე მიტროპოლიტის განცხადებებს სიმართლესთან შეუსაბამოს უწოდებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური შეფასებებისთვის ამბიონი შესაფერისი ადგილი არ არის.

შეიძლება განცხადება გააკეთოს, მაგრამ, ზოგადად, პოლიტიკური განცხადებებისთვის, მე უფრო, ალბათ, სხვა პლატფორმას გამოვიყენებდი, მითუმეტეს, ისეთი განცხადებებისთვის, რომელსაც სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს და ალბათ ჯობია ასეთ დროს, ჯერ გავიგოთ ბოლომდე რა არის სიმართლე და მერე გავაკეთოთ ასეთი განცხადება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის. ყოველთვის ჰქონდა საპატრიარქოსთან ჩვენს ხელისუფლებას და ექნება მომავალშიც ისეთი, როგორიც არ ჰქონია არცერთ ხელისუფლებას აქამდე, - ამბობს ზვიად შალამბერიძე.

ლევან მაჭავარიანი მეუფე იობის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების ეკლესიისადმი დამოკიდებულება ყველასთვის კარგად არის ცნობილი.

ძალიან სამწუხარო და უპასუხისმგებლო განცხადებაა. გულდასაწყვეტია, ზოგადად, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ამბიონს იყენებს ასეთი ტიპის პოლიტიკური განცხადებებისთვის. ყველასთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება დედა ეკლესიის მიმართ, შესაბამისად, თუ რაიმე შეკითხვები არსებობს, რა თქმა უნდა, უფრო სწორი იქნება ამ შეკითხვების გავლა, - ამბობს ლევან მაჭავარიანი.

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი „ქართულ ოცნებას“ მწვავედ აკრიტიკებს. სასულიერო პირის განცხადებით, ხელისუფლებამ საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა და ქვეყანას ურწმუნო და არაეკლესიური მმართველობა ჰყავს. მიტროპოლიტი ასევე საუბრობს ხელისუფლებისა და ეკლესიის შერწყმის მცდელობაზე, რაც, მისი შეფასებით, ეკლესიის დაფინანსების ზრდასა და სასულიერო პირებისთვის კომფორტული პირობების შექმნაში გამოიხატება.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება - მიტროპოლიტი იობიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები