პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი შარაშიძე - მეუფე იობის და ზოგადად, ეკლესიის „გაშავების“ კამპანია მიდის - დადასტურდა, რომ „ოცნება“ აქამდეც ებრძოდა ეკლესიას ფარულად, ახლა კი ღია ბრძოლაზე გადავიდა

ქართული ოცნებაგახარია საქართველოსთვის

გიორგი შარაშიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მეუფე იობისა და ზოგადად ეკლესიის „გაშავების“ კამპანიას აწარმოებს და ფარული ბრძოლიდან ღია დაპირისპირებაზე გადავიდა.

გიორგი შარაშიძე - მეუფე იობის და ზოგადად, ეკლესიის „გაშავების“ კამპანია მიდის - დადასტურდა, რომ „ოცნება“ აქამდეც ებრძოდა ეკლესიას ფარულად, ახლა კი ღია ბრძოლაზე გადავიდა
ინტერპრესნიუსი

მეუფე იობის და ზოგადად, ეკლესიის „გაშავების“ კამპანია მიდის - დადასტურდა, რომ „ოცნება“ აქამდეც ებრძოდა ეკლესიას ფარულად, ახლა კი ღია ბრძოლაზე გადავიდა, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ეკლესიას იმიტომ ებრძვის, რომ მისთვის მიუღებელია არა მარტო კრიტიკა, არამედ ნებისმიერი განსხვავებული აზრი.

"მეუფე იობს ახალი არაფერი უთქვამს. სიახლეა ის, რომ "ოცნების" პირობებში საქართველო ნარკომანიამ და კრიმინალმა წალეკა?! სიახლეა ის, რომ ეს ქვეყანა "ოცნებამ" აზარტული თამაშების კერად აქცია?! სიახლეა ის, რომ ეკლესიის დაუკითხავად და ქართველი ხალხის ინტერესების გაუთვალისწინებლად, "ოცნება" ქართულ მიწებს არაბებზე ყიდის?! იტყუება მეუფე იობი?! სამწუხაროდ, ამ პროცესში, რაც ახლა ხდება, დადასტურდა ის, რომ "ოცნება" აქამდეც ებრძოდა ეკლესიას ფარულად, ახლა კი ეკლესიის წინააღმდეგ ღია ბრძოლაზე გადავიდა, იმიტომ, რომ მისთვის მიუღებელია არა მარტო კრიტიკა, არამედ ნებისმიერი განსხვავებული აზრი, თუნდაც ეს განსხვავებული აზრი მოდიოდეს ისეთი მაღალი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტისგან, როგორიც არის საქართველოს ეკლესია. ეს არის ის სამწუხარო რეალობა, როდესაც ძალაუფლების შენარჩუნების გამო და ფულის კეთების გამო, "ოცნება" მზად არის გადალახოს ყველა მორალური ზღვარი. უბრალოდ, მათთვის უკვე თავშეკავების არანაირი მექანიზმი აღარ არსებობს. თავად ჩახსნეს ყველა მორალური კრიტერიუმი და გადავიდნენ უკვე ღია ბრძოლაზე, რასაც ჩვენ ამ დღეებში ვუყურებთ," - განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ქადაგებისას ისაუბრა, რომელიც სოციალურ ქსელში ეპარქიის გვერდზე გავრცელდა. როგორც მიტროპოლიტი ამბობს, „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ“, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში.

მიტროპოლიტის ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა “ქართული ოცნების“ მხრიდან. მმართველ გუნდში მეუფე იობის განცხადებას მცდარს და რეალობას აცდენილს უწოდებენ და ამბობენ, რომ გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს და ამბიონს იყენებს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,, მეუფე იობ, ერსაც შეურაცხყოფა მიაყენეთ და ბერსაც” – ნიკოლოზ მეტრეველიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები