პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლზ მეტრეველი – მეუფე იობს: “ადამიანებს რწმენა დაუწუნეთ, საკუთარ თანამოსაგრეებს გამბედაობა და მრევლსაც ზემოდან შეხედეთ. ოლიმპოდან თუ ჩამობრძანდებით და ისევ ამბიონზე დადგებით, იქნებ აგვიხსნათ, რა გაძლევთ ამდენი ადამიანის განსჯის უფლებას”

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი მიტროპოლიტ იობს ხელისუფლების „ურწმუნოდ“ მოხსენიებისა და სამღვდელოების გაკრიტიკების გამო უპირისპირდება და აცხადებს, რომ მან ერსაც და ბერსაც შეურაცხყოფა მიაყენა.

ნიკოლზ მეტრეველი – მეუფე იობს: “ადამიანებს რწმენა დაუწუნეთ, საკუთარ თანამოსაგრეებს გამბედაობა და მრევლსაც ზემოდან შეხედეთ. ოლიმპოდან თუ ჩამობრძანდებით და ისევ ამბიონზე დადგებით, იქნებ აგვიხსნათ, რა გაძლევთ ამდენი ადამიანის განსჯის უფლებას”
POSTV

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში მიტროპოლიტ იობის ქადაგებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას „ურწმუნო“ უწოდა.

„მეუფე იობ, ისეთი ტონით ელაპარაკებით მთელ ქვეყანას, ეტყობა, თავი ოლიმპოს მთაზე გგონიათ. იქიდან, როგორც ჩანს, მშვენივრად არჩევთ, ვის რა სწამს, ვის რამდენი სინდისი აქვს და ვინ რა თანხის მიღების შემდეგ გაჩუმდება.

ხელისუფლებას ერთიანად „ურწმუნო“ უწოდეთ. თუ რომელიმე გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებით, დაასახელეთ და გვითხარით, რა არის მასში მიუღებელი. ადამიანების რწმენაზე განაჩენის გამოტანას რა საფუძველი აქვს? მიტროპოლიტის ხარისხი სხვის გულში ჩახედვის უნარსაც ხომ არ გაძლევთ?

სახელმწიფო დაფინანსებას ეკლესიისა და ხელისუფლების „შერწყმის“ მცდელობად მიიჩნევთ. მაშინ გვითხარით, რომელ საეკლესიო გადაწყვეტილებაზე მოახდინა ხელისუფლებამ გავლენა დაფინანსების მეშვეობით?

შემდეგ საკუთარ თანამოსაგრეებსაც გადასწვდით. თქვენი მსჯელობიდან გამოდის, რომ სასულიერო პირს პირობები თუ გაუუმჯობესდა, სიმართლის თქმაც გაუჭირდება. თუ იცით, ვის მოსთხოვეს გაჩუმება და რის სანაცვლოდ, დაასახელეთ. დაფინანსების წესზე დავა შეიძლება. მთელი სამღვდელოების სინდისზე ასეთი ტონით ლაპარაკს კი საბუთი სჭირდება.

შესაწირის აპარატსაც გადასწვდით. ადამიანს კეთილი საქმისთვის ხუთი ლარის გაღება უნდა და ბარათს იყენებს. ამ ამბავშიც პრობლემა იპოვეთ. თქვენი მსჯელობით, მადლს, ეტყობა, მონეტის ჟღარუნიც სჭირდება.

ამ განცხადებით, მეუფე იობ, ერსაც შეურაცხყოფა მიაყენეთ და ბერსაც. ადამიანებს რწმენა დაუწუნეთ, საკუთარ თანამოსაგრეებს გამბედაობა და მრევლსაც ზემოდან შეხედეთ. ოლიმპოდან თუ ჩამობრძანდებით და ისევ ამბიონზე დადგებით, იქნებ აგვიხსნათ, რა გაძლევთ ამდენი ადამიანის განსჯის უფლებას”, – წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობონიკოლოზ მეტრეველი მეუფე იობს: ადამიანებს რწმენა დაუწუნეთ, საკუთარ თანამოსაგრეებს გამბედაობა და მრევლსაც ზემოდან შეხედეთ. ოლიმპოდან თუ ჩამობრძანდებით და ისევ ამბიონზე დადგებით, იქნებ აგვიხსნათ, რა გაძლევთ ამდენი ადამიანის განსჯის უფლებას
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიტროპოლიტი იობი - დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება - განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ამ ხელისუფლებამ თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები