პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შსს: ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის ლალი ბერიას მიმართ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს უარყოფს ნოდარ ჩაჩუას ბრალდებებს სამართალდამცველთა მხრიდან ზემოქმედებაზე და აცხადებს, რომ მის და მისი მეუღლის მიმართ ნარკოდანაშაულზე საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა.

შსს: ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის ლალი ბერიას მიმართ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა
იმედინიუსი

ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის ლალი ბერიას მიმართ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ნოდარ ჩაჩუას მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ ცრუ და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომლებითაც იგი სამართალდამცველებს მასზე და მის მეუღლეზე ქემოქმედებაში ადანაშაულებს. განვმარტავთ, რომ ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის ლალი ბერიას მიმართ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა.

მათ მიმართ წარდგენილი ბრალდებები ეფუძნება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებულ ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერს, რომლითაც უტყუარად დადასტურდა ნოდარ ჩაჩუას მიერ ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ რეალიზაციის ფაქტი. აღნიშნულ ფაქტს ნოდარ ჩაჩუას მეუღლე ლალი ბერიაც ესწრებოდა.

სამართალდამცველებმა ნოდარ ჩაჩუა და მისი მეუღლე ლალი ბერია მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს თბილისში, მათი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერეს. პირადი ჩხრეკის მიმდინარეობისას, რომლის ვიდეოგადაღებაც პოლიციის თანამშრომლებმა განახორციელეს, ლალი ბერიამ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ნარკოტიკულ საშუალებებს გამრეკელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ინახავდა და ნებაყოფლობით მიუთითა მათი ზუსტი ადგილმდებარეობა. ნოდარ ჩაჩუასა და ლალი ბერიას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: „კოკაინი“, „მეთადონი“, „მდმა“, „ალფა-პვპ“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“.

ამავე ბინიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ნივთები, მათ შორის ელექტროსასწორი, კოლბები და წებოვანი ლენტები. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ნოდარ ჩაჩუა და ლალი ბერია ბრალდებულების სახით დააკავეს. ნოდარ ჩაჩუას ბრალდება წარედგინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე. რაც შეეხება ლალი ბერიას, მას ბრალდება წარედგინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ლალი ბერიამ სრულად აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, რის შემდეგაც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება შემდეგი პირობებით: 6 თვით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, 3 წლით პირობითი მსჯავრი და 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ნოდარ ჩაჩუას მიერ სამართალდამცველების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს და განმარტავს, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ეფუძნებოდა კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებს და ჩატარდა შესაბამისი საპროცესო ნორმების დაცვით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიშსს "ცრუს და დაუსაბუთებელს" უწოდებს ნოდარ ჩაჩუას განცხადებას ზეწოლაზე
  2. რუსთავი 2სამთავრობოშსს: ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის, ლალი ბერიას მიმართ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშსს ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუას მიერ პოლიციელების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს „ცრუს და დაუსაბუთებელს“ უწოდებს და განმარტავს, რომ მის საქმეზე „საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საპროცესო შეთანხმება უფორმდება ნოდარ ჩაჩუას ცოლს, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქმართან ერთად დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები