წიწამურში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის 1 პირი დააკავეს
შსს-ს ცნობით, წიწამურში წინასწარ დამონტაჟებული ხელყუმბარის აფეთქებით ჩადენილი მკვლელობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავეს.

წიწამურში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა 2024 წლის 5 ნოემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ შეძენილი ხელყუმბარა წინასწარ დაამონტაჟა და აღნიშნულ ადგილზე ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა. მათი მისვლის შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქების შედეგად, ერთ-ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე სხეულის მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
"სამართალდამცველებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული 9 ნოემბერს, თბილისში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაპოლიციამ 2024 წელს, წიწამურში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შსს - დაკავებულია პირი, რომელმაც 2024 წელს, წიწამურში, გზასთან ხელყუმბარა დაამონტაჟა, სადაც ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა - აფეთქების შედეგად ერთ-ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა
ციტატები სტატიიდან
„სამართალდამცველებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული 9 ნოემბერს, თბილისში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…