„დაკავებულია ე.წ.ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 80 ადამიანი“ - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 80 ადამიანი დააკავეს, ხოლო 14-ს ბრალი წარედგინება. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, წყვეტდნენ ფინანსურ დავებს და მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ცნობას, რომ ბოლო 24 საათში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მათ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 80 ადამიანი დააკავეს.
კიდევ 14-ს, ბრალი წარედგინება: ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის ერთ-ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.
შსს-ში, 3 ოქტომბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ
განაცხადა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის - გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები „სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ“.
ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას განიხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს და ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდას აკისრებდნენ. ხოლო დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
ჩხრეკის შედეგად ამორებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ფული, ნარკოტიკული საშუალებები, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებულები ერთმანეთსა და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაგასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირია დაკავებული, კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება - შსს
ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14-ს კი ბრალი წარედგინება
დაკავებულია 80 პირი, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ გარემოცვა - შსს
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ყოფნის ბრალდებით 80 პირი დააკავეს
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, კიდევ 14-ს ბრალი წარედგინება - შსს
ბოლო 24 საათის განმავლობაში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…