ესპანეთში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო
ესპანეთში ქირის საფასურისა და ცხოვრების ხარჯების მკვეთრი ზრდის გამო 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვა დაიწყო, რაც ქვეყნის მასშტაბით ავიარეისებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს აფერხებს.

ესპანეთში დღეს დილით, ქირის საფასურისა და ცხოვრების ხარჯების მკვეთრი ზრდის მიმართ პროტესტის გამო, 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვა დაიწყო.
გაფიცვას პროფკავშირებისა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებების დამცველი ჯგუფები უჭერენ მხარს. გაფიცვაში სხვადასხვა სექტორში დასაქმებულები მონაწილეობენ და ისინი ხელმისაწვდომ საცხოვრებელსა და სამართლიან ანაზღაურებას ითხოვენ.
მედიის ინფორმაციით, გაფიცვა ქვეყნის მასშტაბით ავიარეისებზე, მატარებლების მიმოსვლაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობასა და სხვადასხვა მომსახურებაზე იქონიებს გავლენას.
„მოსალოდნელია, რომ გაფიცვა გავლენას მოახდენს Lufthansa Group-ის ავიაკომპანიების ფრენების განრიგზე ესპანეთის მიმართულებით და ესპანეთიდან. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს რეისების გაუქმებასა და დაგვიანებას. მგზავრებს ვთხოვთ, მგზავრობის დაწყებამდე გადაამოწმონ თავიანთი რეისის სტატუსი“, - აღნიშნულია კომპანია Lufthansa-ს განცხადებაში.
იმ მგზავრებს, რომლებსაც Lufthansa-ს, Swiss-ის, Austrian-ის, Brussels-ის, Eurowings-ისა და Discover-ის რეისები გაუუქმდათ, შეუძლიათ ერთჯერადად, უფასოდ შეცვალონ ჯავშანი ან დაიბრუნონ ბილეთის ღირებულება.
გაფიცვას წინ უძღოდა მადრიდში 87 წლის ქალის გამოსახლების შემდეგ დაწყებული დემონსტრაციები.
გაფიცვის მხარდამჭერი პროფკავშირები აცხადებენ, რომ საცხოვრებლის საკითხი დემონსტრაციის ცენტრში მოაქცია, რადგან მილიონობით დასაქმებული აწყდება სირთულეებს ქირის გადახდისას თუ ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მოძიებისას. ამასთან, მათი განცხადებით, ეს ვითარება ბევრ ახალგაზრდას უშლის ხელს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაესპანეთი 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვისთვის ემზადება - აქციის მთავარი მიზეზი საბინაო კრიზისი და ცხოვრების დონის გაუარესებაა
Associated Press: ესპანეთში 14 წლის შემდეგ პირველი საყოველთაო გაფიცვა იმართება - გაფიცულები საცხოვრებელი კრიზისის მოგვარებას ითხოვენ
ესპანეთში, ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად, საყოველთაო გაფიცვა ეწყობა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…