პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Fox News: ირლანდიაში ჯო ბაიდენის კორტეჟს ანტიისრაელელი აქტივისტები თავს დაესხნენ - პოლიციამ ორი პირი დააკავა

ირლანდიაში, დუბლინის თრინითის კოლეჯთან ანტიისრაელელმა დემონსტრანტებმა ჯო ბაიდენის მიმართულებით საგანი ისროლეს; პოლიციამ ადგილზე ორი პირი დააკავა, იუწყება Fox News-ი.

Fox News: ირლანდიაში ჯო ბაიდენის კორტეჟს ანტიისრაელელი აქტივისტები თავს დაესხნენ - პოლიციამ ორი პირი დააკავა
იმედინიუსი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ირლანდიაში ვიზიტის დროს ანტიისრაელელი აქტივისტების პროტესტის სამიზნე გახდა. დემონსტრანტები მას შეძახილებით დახვდნენ, ავტომობილების კოლონას კი სულ მცირე ერთი საგანი ესროლეს, იუწყება Fox News-ი.

როგორც ტელეარხი წერს, ინციდენტი დუბლინში ბაიდენისა და ყოფილი პირველი ლედის ჯილ ბაიდენის ვიზიტის დროს მოხდა.

Fox News-ის ცნობით, 83 წლის ჯო ბაიდენი დუბლინის თრინითის კოლეჯში მოულოდნელად გამოჩნდა. მისი ვაჟი ჰანტერ ბაიდენი ღონისძიებაზე საზოგადოებრივ დისკურსში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოქროს მედლით დააჯილდოეს.

ღონისძიების მიმდინარეობისას შენობის გარეთ საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ.

როდესაც ჯო ბაიდენი შენობიდან გამოდიოდა, ერთ-ერთმა პირმა მას საგანი ესროლა, თუმცა ის ბაიდენთან ახლოს გაშლილმა ქოლგამ შეაჩერა. ადგილობრივმა პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ორი პირი დააკავა.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ აკავებენ სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს. შეკრებილები კი სკანდირებენ: „სისხლი, სისხლი, სისხლი თქვენს ხელებზეა!“.

არეულობის ფონზე ბაიდენი ავტომობილში ჩასვეს, რის შემდეგაც მისი კოლონა ტერიტორიას სწრაფად გაეცალა. აქციის მონაწილეები ადგილზე დარჩენილ პოლიციელებსაც უყვიროდნენ: „სირცხვილი თქვენ!“.

როგორც ტელეარხი აღნიშნავს, პრეზიდენტობის პერიოდში ჯო ბაიდენს ისრაელ - „ჰამასის“ ომთან დაკავშირებით ადმინისტრაციის პოლიტიკისა და ისრაელის მხარდაჭერის გამო არაერთხელ აკრიტიკებდნენ „პროგრესული დემოკრატები“, უფლებადამცველები და ანტიისრაელელი აქტივისტები.

კრიტიკოსები მას „გენოციდ ჯოს“ უწოდებდნენ და აცხადებდნენ, რომ ისრაელისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარება ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და იძულებით გადაადგილებას უწყობდა ხელს.

ამასთან, სამხედრო ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ისრაელი ურბანულ ტერიტორიებზე მოქმედი და მშვიდობიან მოსახლეობაში შერეული „ჰამასის“ მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციებისას სამოქალაქო მსხვერპლის შესამცირებლად უპრეცედენტო ზომებს მიმართავდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბულგარეთში ურსულა ფონ დერ ლაიენს საპროტესტო აქციით დახვდნენ - დემონსტრანტებმა ევროკომისიის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის კორტეჟს კვერცხები, ხილი და ბოსტნეული დაუშინესწაიკითხე

უახლესი ამბები