პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვა და აქციები განახლდა - ქვეყნის დიდ ქალაქებში დღეს 50-მდე დემონსტრაცია იგეგემება

საფრანგეთში ორთვიანი პროტესტის ფონზე საყოველთაო გაფიცვა განახლდა, რადგან პროფკავშირებმა მთავრობის მიერ შეთავაზებულ მინიმალური ხელფასის 1,6%-იან ზრდას „ნამცეცები“ უწოდეს.

საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვა და აქციები განახლდა - ქვეყნის დიდ ქალაქებში დღეს 50-მდე დემონსტრაცია იგეგემება
რუსთავი 2

საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვა და საპროტესტო აქციები განახლდა. თითქმის ორთვიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე, ქვეყნის დიდ ქალაქებში დღეს 50-მდე დემონსტრაცია გაიმართება. პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნები კვლავ შეუსრულებელია, მათ შორის განათლების სფეროში.

ჩაიშალა სხდომა, რომელზეც უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის პლატფორმის ცვლილებებზე უნდა ემსჯელათ. ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მთავრობამ პირველი დეკემბრიდან მინიმალური ხელფასის 1,6 პროცენტით ზრდა დააანონსა, პროფკავშირებმა შეთავაზებას "ნამცეცები" უწოდეს და მასშტაბური გაფიცვა ჩანიშნეს.

სოციალური პროტესტის ტალღა გრძელდება იტალიაშიც. რომში, ისტორიულ "ესპანურ კიბეებზე", აქტივისტებმა კარვები გაშალეს. დემონსტრანტები ინფლაციას, საცხოვრებლის გაძვირებას და სამხედრო დანახარჯების ზრდას აპროტესტებენ.

მოქალაქეები მთავრობისგან სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდას ითხოვენ. ცხოვრების გაძვირებით გამოწვეული დემონსტრაციები ოქტომბრიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საბერძნეთში, პორტუგალიაში, გერმანიაში, ესპანეთში, ბელგიაში და ალბანეთში მიმდინარეობს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთში პროტესტი არ წყდება - ხვალ ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვაა დაგეგმილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები