პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ განაცხადა, რომ რუსეთის ოკუპაცია და მშობლიურ ენაზე განათლების შეზღუდვა მძიმედ აისახება ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

მაკა ბოჭორიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობს
პირველი არხი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობს.

ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე: „ბავშვები უპირველეს ყოვლისა: ბავშვებში ინვესტირების აუცილებლობა“.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია დღემდე მძიმე გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვაზე, რაც საფრთხეს უქმნის ბავშვების იდენტობის შენარჩუნებასა და საკუთარ ქვეყანასთან მათი კავშირის განმტკიცებას.

„რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგები დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე, რომელთა ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვა კვლავაც მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია“, — აღნიშნა მინისტრმა.

გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა მშვიდობის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონფლიქტის თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტად რჩება.

ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა მოუგვარებელი კონფლიქტების უარყოფითი გავლენა მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და სამომავლო შესაძლებლობებზე.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე დაესწრება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ელისეს სასახლეში გამართულ ოფიციალურ მიღებას.

„პარიზის მშვიდობის ფორუმი“ 2018 წელს დაარსდა და წელს მეცხრედ იმართება.

ფორუმის მიზანია საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობა. ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 8ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიბოჭორიშვილმა მშვიდობის სამიტზე ილაპარაკა, როგორ ართმევს რუსეთი ბავშვებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების ქართულ ენაზე მიღების უფლებას
  2. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე: საქართველომ საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ კონფლიქტის შედეგები საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან ერთად არ სრულდება - რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგები დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე, რომელთა ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვები კვლავაც მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია
  3. რუსთავი 2სამთავრობოდღეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობა დარჩეს არა მხოლოდ მისწრაფებად, არამედ მომავალი თაობებისთვის იქცეს რეალობად - მაკა ბოჭორიშვილი
  4. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე: მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამკლავება და რომელმაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ომისა და კონფლიქტის უმძიმესი შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადა
  5. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი – ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მომავალი თაობებისთვის მშვიდობა იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ექნება შესაძლებლობა, გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში
  6. POSTVსამთავრობომაკა ბოჭორიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე: „მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამკლავება და რომელმაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ომისა და კონფლიქტის უმძიმესი შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადა“
  7. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი "პარიზის მშვიდობის ფორუმში" მონაწილეობს
  8. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიბოჭორიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვებს განათლების მშობლიურ ენაზე მიღება ეზღუდებათ
  9. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმის მნიშვნელობასა და საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა
  10. POSTVსამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: „პარიზის მშვიდობის ფორუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორუმია ევროპაში, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა საკითხზე დისკუსიები იმართება, რომლებიც უკავშირდება უსაფრთხოებას, მშვიდობას და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დისკუსიების ნაწილი არის საქართველო“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, მნიშვნელოვან საკითხებზე გვქონდეს დისკუსია არაფორმალურ თუ ფორმალურ ფორმატებში" - მაკა ბოჭორიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმსა და მის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები