პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დღეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობა დარჩეს არა მხოლოდ მისწრაფებად, არამედ მომავალი თაობებისთვის იქცეს რეალობად - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე და ზღუდავს მათ ფუნდამენტურ უფლებებს. მან პარიზში გამოსვლისას ხაზი გაუსვა მშვიდობის შენარჩუნების საერთო პასუხისმგებლობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი "პარიზის მშვიდობის ფორუმში" მონაწილეობს. ფორუმის ფარგლებში, ბავშვთა საკითხებისადმი მიძღვნილი სამიტი იმართება, რომელზეც მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვიდა. ვიცე-პრემიერი ასევე დაესწრება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას ელისეს სასახლეში.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებს უმკლავდება და საკუთარი გამოცდილებით იცის ომისა და კონფლიქტების მძიმე შედეგები. ბოჭორიშვილის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე და ზღუდავს მათ ფუნდამენტურ უფლებებს.

"მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამკლავება და რომელმაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ომისა და კონფლიქტის უმძიმესი შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადა. დღევანდელი დისკუსიის მთავარ თემას წარმოადგენს ბავშვები - კონფლიქტების უდანაშაულო მსხვერპლნი, რომელთა არჩევანიც ეს არ ყოფილა.

რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგები დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე, რომელთა ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვები კვლავაც მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონფლიქტის თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება საქართველოს უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტს წარმოადგენდა. საქართველოსთვის მშვიდობა არჩევანია, თუმცა მშვიდობის შენარჩუნება ერთგულებას, მტკიცე ნებასა და საერთო პასუხისმგებლობას მოითხოვს.

დღეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობა მხოლოდ მისწრაფებად არ დარჩეს, არამედ მომავალი თაობებისთვის იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ექნება შესაძლებლობა, გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში, ისარგებლოს საკუთარი უფლებებით და ჰქონდეს უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობა", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიბოჭორიშვილმა მშვიდობის სამიტზე ილაპარაკა, როგორ ართმევს რუსეთი ბავშვებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების ქართულ ენაზე მიღების უფლებას
  2. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე: საქართველომ საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ კონფლიქტის შედეგები საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან ერთად არ სრულდება - რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგები დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე, რომელთა ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვები კვლავაც მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია
  3. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე: მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამკლავება და რომელმაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ომისა და კონფლიქტის უმძიმესი შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადა
  4. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი – ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მომავალი თაობებისთვის მშვიდობა იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ექნება შესაძლებლობა, გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი "პარიზის მშვიდობის ფორუმში" მიიღებს მონაწილეობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები