პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი – ოპოზიციას და ქვეყნის გარეთ გარკვეულ აქტორებს ჰქონდათ დღის წესრიგი, საქართველო წარმოეჩინათ იზოლაციაში, რაც საფუძველს მოკლებულია, ეს არის გაუმართლებელი და უშედეგო ძალისხმევა

მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციისა და საერთაშორისო აქტორების მცდელობა, საქართველო იზოლაციაში წარმოაჩინონ, უსაფუძვლო და უშედეგოა. მინისტრის თქმით, ქვეყანა საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად იბრძვის.

მაკა ბოჭორიშვილი – ოპოზიციას და ქვეყნის გარეთ გარკვეულ აქტორებს ჰქონდათ დღის წესრიგი, საქართველო წარმოეჩინათ იზოლაციაში, რაც საფუძველს მოკლებულია, ეს არის გაუმართლებელი და უშედეგო ძალისხმევა
პირველი არხი

„პარიზის მშვიდობის ფორუმი“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორუმია ევროპაში, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა საკითხებზე, უსაფრთხოებაზე, მშვიდობაზე იმართება დისკუსია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დისკუსიების ნაწილია საქართველო, ეძლევა შესაძლებლობა, ისაუბროს იმ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რომელიც აქვს უსაფრთხოების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წლევანდელი ფორმის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი ეხებოდა ბავშვთა უფლებებს.

„ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის სწორედ უსაფრთხოების და კონფლიქტის თვალსაზრისით, მაშინ, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალგაზრდებს, ბავშვებს შეზღუდული აქვთ უფლებები, განათლებასთან წვდომა. ჩვენი მუშაობის და ყოველდღიური დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რა ხდება ოკუპირებული რეგიონებში, განსაკუთრებით, ახალგაზრდების თვალსაზრისით. ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ ამ საკითხებზე შეგვეძლო, ფორუმის ფარგლებში გვესაუბრა და ყურადღება გაგვემახვილებინა გამოწვევებზე, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას, უცხო ქვეყნის სამხედრო ყოფნას ჩვენს რეგიონებში, მშვიდობის, მშვიდობისთვის ძალისხმევის მნიშვნელობასა და იმ სიკეთეებს, რაც თან ახლოს მშვიდობიან არსებობას ქვეყანაში. ჩვენ ვისაუბრეთ პროგრესზე, რაც ქვეყანას აქვს, იმ პირობებში, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა, დავიცვათ მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა და ხაზი გაგვესვა, რომ, ზოგადად, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა იყოს მიმართული სწორედ მშვიდობის ძიებისკენ და სწორედ მშვიდობამ მისცეს შესაძლებლობა ახალგაზრდებს და ბავშვებს, განვითარდნენ და უკეთესი შესაძლებლობები ჰქონდეთ მომავალში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა მარკონის ინიციატივით ორგანიზებულ ფორუმში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ოპოზიციას და ქვეყნის გარეთ გარკვეულ აქტორებს ჰქონდათ დღის წესრიგი, საქართველო წარმოეჩინათ იზოლაციაში, რაც საფუძველს მოკლებულია.

„ზოგადად, ჩვენს ოპოზიციას და არა მხოლოდ ოპოზიციას, საერთაშორისო მასშტაბითაც გარკვეულ მოქმედ პირებს ჰქონდათ დღის წესრიგი, რომ საქართველო წარმოეჩინათ იზოლაციაში, სხვადასხვა ინსტრუმენტები თუ მექანიზმები გამოეყენებინათ ამისთვის. გაემართლებინათ ეს სურათი, ვითომდა საქართველოს იზოლაცია ხდება, რაც მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. ეს ძალისხმევა დღესაც გრძელდება, როგორც ჩვენს ქვეყანაში გარკვეული პოლიტიკოსების თუ ოპოზიციის მხრიდან, ისევე გარკვეული აქტორების მხრიდან ქვეყნის გარეთ. ეს არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და უშედეგო ძალისხმევა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყანა არის მნიშვნელოვან ბრძოლაში საკუთარი სუვერენიტეტის, ინტერესების დასაცავად და ეს ძალისხმევები, რაც მოდის ოპოზიციის თუ გარკვეული აქტორების მხრიდან, ვერაფერში შეუშლის ხელს საქართველოს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის სწორედ უსაფრთხოების და კონფლიქტის თვალსაზრისით, მაშინ, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალგაზრდებს, ბავშვებს შეზღუდული აქვთ უფლებები, განათლებასთან წვდომა. ჩვენი მუშაობის და ყოველდღიური დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რა ხდება ოკუპირებული რეგიონებში, განსაკუთრებით, ახალგაზრდების თვალსაზრისით. ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ ამ საკითხებზე შეგვეძლო, ფორუმის ფარგლებში გვესაუბრა და ყურადღება გაგვემახვილებინა გამოწვევებზე, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას, უცხო ქვეყნის სამხედრო ყოფნას ჩვენს რეგიონებში, მშვიდობის, მშვიდობისთვის ძალისხმევის მნიშვნელობასა და იმ სიკეთეებს, რაც თან ახლოს მშვიდობიან არსებობას ქვეყანაში. ჩვენ ვისაუბრეთ პროგრესზე, რაც ქვეყანას აქვს, იმ პირობებში, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა, დავიცვათ მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა და ხაზი გაგვესვა, რომ, ზოგადად, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა იყოს მიმართული სწორედ მშვიდობის ძიებისკენ და სწორედ მშვიდობამ მისცეს შესაძლებლობა ახალგაზრდებს და ბავშვებს, განვითარდნენ და უკეთესი შესაძლებლობები ჰქონდეთ მომავალში“
„ზოგადად, ჩვენს ოპოზიციას და არა მხოლოდ ოპოზიციას, საერთაშორისო მასშტაბითაც გარკვეულ მოქმედ პირებს ჰქონდათ დღის წესრიგი, რომ საქართველო წარმოეჩინათ იზოლაციაში, სხვადასხვა ინსტრუმენტები თუ მექანიზმები გამოეყენებინათ ამისთვის. გაემართლებინათ ეს სურათი, ვითომდა საქართველოს იზოლაცია ხდება, რაც მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. ეს ძალისხმევა დღესაც გრძელდება, როგორც ჩვენს ქვეყანაში გარკვეული პოლიტიკოსების თუ ოპოზიციის მხრიდან, ისევე გარკვეული აქტორების მხრიდან ქვეყნის გარეთ. ეს არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და უშედეგო ძალისხმევა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყანა არის მნიშვნელოვან ბრძოლაში საკუთარი სუვერენიტეტის, ინტერესების დასაცავად და ეს ძალისხმევები, რაც მოდის ოპოზიციის თუ გარკვეული აქტორების მხრიდან, ვერაფერში შეუშლის ხელს საქართველოს“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მომავალი თაობებისთვის მშვიდობა იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ექნება შესაძლებლობა, გაიზარდოს უსაფრთხო გარემოშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები