პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, მნიშვნელოვან საკითხებზე გვქონდეს დისკუსია არაფორმალურ თუ ფორმალურ ფორმატებში" - მაკა ბოჭორიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმსა და მის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ემანუელ მაკრონის მიღებას დაესწრო და აცხადებს, რომ პარიზის მშვიდობის ფორუმის ფარგლებში საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრება. საუბარია პარიზის მშვიდობის ფორუმსა და მის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე.

კონფერენციის მონაწილეებისთვის საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გუშინ, დღის ბოლოს, მიღება გამართა. ელისეს სასახლეში გამართულ ვახშამს მაკა ბოჭორიშვილი დაესწრო.

საქართველოს ვიცე-პრემიერის თქმით, საღამოზე შესაძლებლობა ჰქონდა, ფორუმის მონაწილეებთან საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა.

"ვახშმის ფარგლებში იყო შესაძლებლობა, რომ გვქონოდა საუბარი კოლეგა მინისტრებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან. ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გვესაუბრა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ჩვენს დღის წესრიგზე და ასევე გვესაუბრა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც ჩვენს რეგიონს შეეხება. ასეთ შემთხვევაში ნამდვილად კარგი შესაძლებლობა არის საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გვქონდეს დისკუსია არაფორმალურ თუ ფორმალურ ფორმატებში", - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი: „პარიზის მშვიდობის ფორუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორუმია ევროპაში, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა საკითხზე დისკუსიები იმართება, რომლებიც უკავშირდება უსაფრთხოებას, მშვიდობას და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დისკუსიების ნაწილი არის საქართველო“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები