პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე: მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამკლავება და რომელმაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ომისა და კონფლიქტის უმძიმესი შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადა

მაკა ბოჭორიშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია ბავშვთა უფლებებს ზღუდავს, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვით.

მაკა ბოჭორიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე: მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამკლავება და რომელმაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ომისა და კონფლიქტის უმძიმესი შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადა
იმედინიუსი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებთან გამკლავებაც საქართველოს რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს.

„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს სახელით პარიზის მშვიდობის ფორუმში მონაწილეობა.

მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამკლავება და რომელმაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ომისა და კონფლიქტის უმძიმესი შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადა.

დღევანდელი დისკუსიის მთავარ თემას წარმოადგენს ბავშვები - კონფლიქტების უდანაშაულო მსხვერპლნი, რომელთა არჩევანიც ეს არ ყოფილა.

მათი უფლებების დაცვა, ღირსების პატივისცემა და მომავალი უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ეს გულისხმობს არამხოლოდ ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას, არამედ მათი ფსიქოსოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფასაც, რათა მათ შეძლონ კონფლიქტების შედეგად მიყენებული ზიანის დაძლევა, რეაბილიტაცია და განვითარება.

ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს ვერ დაეკისრება. ეს თითოეული ჩვენგანის საერთო პასუხისმგებლობაა.

საქართველომ საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ კონფლიქტის შედეგები საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან ერთად არ სრულდება.

კონფლიქტის შედეგები აღემატება ნგრევასა და ადამიანურ დანაკარგს, აისახება თაობებზე და ადამიანთა ცხოვრებაზე ხანგრძლივ კვალს ტოვებს.

ეს არ არის ჩვენი ისტორიის მხოლოდ ცალკეული მონაკვეთი.

რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგები დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე, რომელთა ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვები კვლავაც მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია.

ბავშვებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა და რუსულენოვანი განათლების იძულებით თავს მოხვევა ხელყოფს არამხოლოდ მათი განათლების უფლებას, არამედ საფრთხეს უქმნის მათ იდენტობას, კულტურასა და საკუთარ ქვეყანასთან კავშირს.

სწორედ ამიტომ, კონფლიქტის პირობებში ბავშვთა დაცვა უნდა განვიხილოთ არამხოლოდ როგორც ჰუმანიტარული აუცილებლობა, არამედ როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, უსაფრთხოებისა და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის ფუნდამენტური საკითხი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიბოჭორიშვილმა მშვიდობის სამიტზე ილაპარაკა, როგორ ართმევს რუსეთი ბავშვებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების ქართულ ენაზე მიღების უფლებას
  2. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე: საქართველომ საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ კონფლიქტის შედეგები საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან ერთად არ სრულდება - რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგები დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე, რომელთა ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვები კვლავაც მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია
  3. რუსთავი 2სამთავრობოდღეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობა დარჩეს არა მხოლოდ მისწრაფებად, არამედ მომავალი თაობებისთვის იქცეს რეალობად - მაკა ბოჭორიშვილი
  4. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი – ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მომავალი თაობებისთვის მშვიდობა იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ექნება შესაძლებლობა, გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს სახელით პარიზის მშვიდობის ფორუმში მონაწილეობა. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამკლავება და რომელმაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ომისა და კონფლიქტის უმძიმესი შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადა. დღევანდელი დისკუსიის მთავარ თემას წარმოადგენს ბავშვები - კონფლიქტების უდანაშაულო მსხვერპლნი, რომელთა არჩევანიც ეს არ ყოფილა. მათი უფლებების დაცვა, ღირსების პატივისცემა და მომავალი უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ეს გულისხმობს არამხოლოდ ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას, არამედ მათი ფსიქოსოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფასაც, რათა მათ შეძლონ კონფლიქტების შედეგად მიყენებული ზიანის დაძლევა, რეაბილიტაცია და განვითარება. ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს ვერ დაეკისრება. ეს თითოეული ჩვენგანის საერთო პასუხისმგებლობაა. საქართველომ საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ კონფლიქტის შედეგები საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან ერთად არ სრულდება. კონფლიქტის შედეგები აღემატება ნგრევასა და ადამიანურ დანაკარგს, აისახება თაობებზე და ადამიანთა ცხოვრებაზე ხანგრძლივ კვალს ტოვებს. ეს არ არის ჩვენი ისტორიის მხოლოდ ცალკეული მონაკვეთი. რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგები დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე, რომელთა ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვები კვლავაც მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია. ბავშვებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა და რუსულენოვანი განათლების იძულებით თავს მოხვევა ხელყოფს არამხოლოდ მათი განათლების უფლებას, არამედ საფრთხეს უქმნის მათ იდენტობას, კულტურასა და საკუთარ ქვეყანასთან კავშირს. სწორედ ამიტომ, კონფლიქტის პირობებში ბავშვთა დაცვა უნდა განვიხილოთ არამხოლოდ როგორც ჰუმანიტარული აუცილებლობა, არამედ როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, უსაფრთხოებისა და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის ფუნდამენტური საკითხი“
მაკა ბოჭორიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი: ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონფლიქტის თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება საქართველოს უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტს წარმოადგენდა, რამაც ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა მისცა ძალისხმევა განვითარებისკენ, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და მომავალი თაობებისთვის უკეთესი მომავლის შექმნისკენ მიემართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები