მაკა ბოჭორიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე: საქართველომ საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ კონფლიქტის შედეგები საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან ერთად არ სრულდება - რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგები დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე, რომელთა ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვები კვლავაც მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია
მაკა ბოჭორიშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე განაცხადა, რომ რუსეთის ოკუპაცია ბავშვთა უფლებებს ზღუდავს და მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვით მათ იდენტობას უქმნის საფრთხეს.

მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამკლავება და რომელმაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ომისა და კონფლიქტის უმძიმესი შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მაკა ბოჭორიშვილმა კონფლიქტით დაზარალებული ბავშვების უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დაცვაზე გაამახვილა ყურადღება.
„დღევანდელი დისკუსიის მთავარ თემას წარმოადგენს ბავშვები - კონფლიქტების უდანაშაულო მსხვერპლნი, რომელთა არჩევანიც ეს არ ყოფილა.
მათი უფლებების დაცვა, ღირსების პატივისცემა და მომავალი უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ეს გულისხმობს არამხოლოდ ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას, არამედ მათი ფსიქოსოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფასაც, რათა მათ შეძლონ კონფლიქტების შედეგად მიყენებული ზიანის დაძლევა, რეაბილიტაცია და განვითარება.
ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს ვერ დაეკისრება. ეს თითოეული ჩვენგანის საერთო პასუხისმგებლობაა.
საქართველომ საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ კონფლიქტის შედეგები საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან ერთად არ სრულდება.
კონფლიქტის შედეგები აღემატება ნგრევასა და ადამიანურ დანაკარგს, აისახება თაობებზე და ადამიანთა ცხოვრებაზე ხანგრძლივ კვალს ტოვებს.
ეს არ არის ჩვენი ისტორიის მხოლოდ ცალკეული მონაკვეთი.
რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგები დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე, რომელთა ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვები კვლავაც მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია.
ბავშვებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა და რუსულენოვანი განათლების იძულებით თავს მოხვევა ხელყოფს არამხოლოდ მათი განათლების უფლებას, არამედ საფრთხეს უქმნის მათ იდენტობას, კულტურასა და საკუთარ ქვეყანასთან კავშირს.
სწორედ ამიტომ, კონფლიქტის პირობებში ბავშვთა დაცვა უნდა განვიხილოთ არამხოლოდ როგორც ჰუმანიტარული აუცილებლობა, არამედ როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, უსაფრთხოებისა და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის ფუნდამენტური საკითხი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ილაპარაკა მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონფლიქტის თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება საქართველოს უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტს წარმოადგენდა, რამაც ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა მისცა ძალისხმევა განვითარებისკენ, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და მომავალი თაობებისთვის უკეთესი მომავლის შექმნისკენ მიემართა.
ჩვენმა გამოცდილებამ კიდევ უფრო განამტკიცა რწმენა, რომ მშვიდობა ბრძოლის არარსებობაზე ბევრად მეტია.
მშვიდობა ქმნის პირობებს საზოგადოების განვითარებისთვის - განათლებაში, ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებებში ინვესტირების, ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობის და ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის წარმატების მიღწევისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობის უზრუნველყოფით.
ჩვენი მიზანია, რომ ეს შესაძლებლობები ხელმისაწვდომი გავხადოთ თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდისთვის, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა თუ მათ წინაშე არსებული გარემოებებისა.
თუმცა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ეს კვლავ განუხორციელებელ მისწრაფებად რჩება.
ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს მთავარ ჭეშმარიტებას: მოუგვარებელი კონფლიქტების ფასი მხოლოდ ტერიტორიული დაყოფითა თუ პოლიტიკური უთანხმოებებით არ განისაზღვრება.
ეს ასევე უნდა შეფასდეს ადამიანური დანაკარგით, დაკარგული შესაძლებლობებითა და მთელი თაობისთვის წართმეული მომავლით.
საქართველოსთვის მშვიდობა არჩევანია, რომელსაც განსაზღვრავს როგორც ჩვენი ისტორიული გამოცდილება, ისე ჩვენს რეგიონში არსებული კონფლიქტები და უსაფრთხოების გამოწვევები.
თუმცა მშვიდობის შენარჩუნება ერთგულებას, მტკიცე ნებასა და საერთო პასუხისმგებლობას მოითხოვს.
დღეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობა მხოლოდ მისწრაფებად არ დარჩეს, არამედ მომავალი თაობებისთვის იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ექნება შესაძლებლობა, რომ გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში, ისარგებლოს საკუთარი უფლებებით და ჰქონდეს უკეთესი მომავლის შექმნის საშუალება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაბოჭორიშვილმა მშვიდობის სამიტზე ილაპარაკა, როგორ ართმევს რუსეთი ბავშვებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების ქართულ ენაზე მიღების უფლებას
დღეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობა დარჩეს არა მხოლოდ მისწრაფებად, არამედ მომავალი თაობებისთვის იქცეს რეალობად - მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე: მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამკლავება და რომელმაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ომისა და კონფლიქტის უმძიმესი შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადა
მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მომავალი თაობებისთვის მშვიდობა იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ექნება შესაძლებლობა, გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში
ციტატები სტატიიდან
„დღევანდელი დისკუსიის მთავარ თემას წარმოადგენს ბავშვები - კონფლიქტების უდანაშაულო მსხვერპლნი, რომელთა არჩევანიც ეს არ ყოფილა. მათი უფლებების დაცვა, ღირსების პატივისცემა და მომავალი უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ეს გულისხმობს არამხოლოდ ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას, არამედ მათი ფსიქოსოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფასაც, რათა მათ შეძლონ კონფლიქტების შედეგად მიყენებული ზიანის დაძლევა, რეაბილიტაცია და განვითარება. ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს ვერ დაეკისრება. ეს თითოეული ჩვენგანის საერთო პასუხისმგებლობაა. საქართველომ საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ კონფლიქტის შედეგები საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან ერთად არ სრულდება. კონფლიქტის შედეგები აღემატება ნგრევასა და ადამიანურ დანაკარგს, აისახება თაობებზე და ადამიანთა ცხოვრებაზე ხანგრძლივ კვალს ტოვებს. ეს არ არის ჩვენი ისტორიის მხოლოდ ცალკეული მონაკვეთი. რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგები დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე, რომელთა ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვები კვლავაც მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია. ბავშვებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა და რუსულენოვანი განათლების იძულებით თავს მოხვევა ხელყოფს არამხოლოდ მათი განათლების უფლებას, არამედ საფრთხეს უქმნის მათ იდენტობას, კულტურასა და საკუთარ ქვეყანასთან კავშირს. სწორედ ამიტომ, კონფლიქტის პირობებში ბავშვთა დაცვა უნდა განვიხილოთ არამხოლოდ როგორც ჰუმანიტარული აუცილებლობა, არამედ როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, უსაფრთხოებისა და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის ფუნდამენტური საკითხი“
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონფლიქტის თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება საქართველოს უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტს წარმოადგენდა, რამაც ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა მისცა ძალისხმევა განვითარებისკენ, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და მომავალი თაობებისთვის უკეთესი მომავლის შექმნისკენ მიემართა. ჩვენმა გამოცდილებამ კიდევ უფრო განამტკიცა რწმენა, რომ მშვიდობა ბრძოლის არარსებობაზე ბევრად მეტია. მშვიდობა ქმნის პირობებს საზოგადოების განვითარებისთვის - განათლებაში, ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებებში ინვესტირების, ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობის და ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის წარმატების მიღწევისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობის უზრუნველყოფით. ჩვენი მიზანია, რომ ეს შესაძლებლობები ხელმისაწვდომი გავხადოთ თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდისთვის, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა თუ მათ წინაშე არსებული გარემოებებისა. თუმცა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ეს კვლავ განუხორციელებელ მისწრაფებად რჩება. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს მთავარ ჭეშმარიტებას: მოუგვარებელი კონფლიქტების ფასი მხოლოდ ტერიტორიული დაყოფითა თუ პოლიტიკური უთანხმოებებით არ განისაზღვრება. ეს ასევე უნდა შეფასდეს ადამიანური დანაკარგით, დაკარგული შესაძლებლობებითა და მთელი თაობისთვის წართმეული მომავლით. საქართველოსთვის მშვიდობა არჩევანია, რომელსაც განსაზღვრავს როგორც ჩვენი ისტორიული გამოცდილება, ისე ჩვენს რეგიონში არსებული კონფლიქტები და უსაფრთხოების გამოწვევები. თუმცა მშვიდობის შენარჩუნება ერთგულებას, მტკიცე ნებასა და საერთო პასუხისმგებლობას მოითხოვს. დღეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობა მხოლოდ მისწრაფებად არ დარჩეს, არამედ მომავალი თაობებისთვის იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ექნება შესაძლებლობა, რომ გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში, ისარგებლოს საკუთარი უფლებებით და ჰქონდეს უკეთესი მომავლის შექმნის საშუალება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…