მაკა ბოჭორიშვილი "პარიზის მშვიდობის ფორუმში" მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ განაცხადა, რომ რუსეთის ოკუპაცია ბავშვების ყოველდღიურობასა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას მძიმედ ზღუდავს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე "პარიზის მშვიდობის ფორუმში" მონაწილეობს.
ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე: „ბავშვები უპირველეს ყოვლისა: ბავშვებში ინვესტირების აუცილებლობა“.
მინისტრმა ისაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია დღემდე მძიმე გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვაზე, რაც საფრთხეს უქმნის ბავშვების იდენტობის შენარჩუნებასა და საკუთარ ქვეყანასთან მათი კავშირის განმტკიცებას.
„რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგები დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე, რომელთა ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვა კვლავაც მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია“, - აღნიშნა მინისტრმა.
გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა მშვიდობის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონფლიქტის თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტად რჩება.
ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა მოუგვარებელი კონფლიქტების უარყოფითი გავლენა მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და სამომავლო შესაძლებლობებზე.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე დაესწრება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ელისეს სასახლეში გამართულ ოფიციალურ მიღებას.
„პარიზის მშვიდობის ფორუმი“ 2018 წელს დაარსდა და წელს მეცხრედ იმართება.
ფორუმის მიზანია საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობა. ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
10 სტატიაბოჭორიშვილმა მშვიდობის სამიტზე ილაპარაკა, როგორ ართმევს რუსეთი ბავშვებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების ქართულ ენაზე მიღების უფლებას
მაკა ბოჭორიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე: საქართველომ საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ კონფლიქტის შედეგები საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან ერთად არ სრულდება - რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგები დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე, რომელთა ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვები კვლავაც მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია
დღეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობა დარჩეს არა მხოლოდ მისწრაფებად, არამედ მომავალი თაობებისთვის იქცეს რეალობად - მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე: მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამკლავება და რომელმაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ომისა და კონფლიქტის უმძიმესი შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადა
მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მომავალი თაობებისთვის მშვიდობა იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ექნება შესაძლებლობა, გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში
მაკა ბოჭორიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე: „მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამკლავება და რომელმაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ომისა და კონფლიქტის უმძიმესი შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადა“
ბოჭორიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვებს განათლების მშობლიურ ენაზე მიღება ეზღუდებათ
მაკა ბოჭორიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობს
მაკა ბოჭორიშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმის მნიშვნელობასა და საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: „პარიზის მშვიდობის ფორუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორუმია ევროპაში, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა საკითხზე დისკუსიები იმართება, რომლებიც უკავშირდება უსაფრთხოებას, მშვიდობას და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დისკუსიების ნაწილი არის საქართველო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…