პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს

Sky Sports-ის ჟურნალისტ ვინი ო’კონორის მტკიცებით, თუ „ლივერპული“ მეკარე ალისონ ბეკერს კონტრაქტს გაუგრძელებს, გიორგი მამარდაშვილი, სავარაუდოდ, სათამაშო დროის მიღების მიზნით გუნდის დატოვებას მოისურვებს.

Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
სპორტალი

Sky Sports-ის ჟურნალისტის ვინი ო’კონორის მტკიცებით, თუ „ლივერპული“ მეკარე ალისონს კონტრაქტს გაუგრძელებს, გიორგი მამარდაშვილი, სავარაუდოდ, გუნდის გამოცვლას მოისურვებს:

„ალისონს დარჩენა უნდა. 34 წლის ასაკში ის ანდონი ირაოლასთვის კვლავ უდავო პირველი ნომერია. ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები კულისებს მიღმა მიმდინარეობს, რადგან ალისონის მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში იწურება. ვირჯილ ვან დეიკისა და მოჰამედ სალაჰის კონტრაქტებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მსგავსად, „ლივერპული“ კომენტარს არ აკეთებს, თუ რა სტადიაზეა ალისონთან თანმშრომლობის გახანგრძლივების საკითხი.

ასევე აღსანიშნავია, რომ ვან დეიკსა და სალაჰთან შეთანხმებები მათი კონტრაქტების ამოწურვამდე სულ რამდენიმე თვით ადრე იქნა მიღწეული. კლუბის პოზიციიდან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ალისონის მომავალთან დაკავშირებით მოთმინებას იჩენენ. თუ მხარეები თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე შეთანხმდებიან (რამაც შესაძლოა ალისონის გუნდში ყოფნის ხანგრძლივობა ცხრა წელზე მეტხანს გაზარდოს), არაა გამორიცხული გიორგი მამარდაშვილს, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოუწიოს.

იმის გათვალისწინებით, რომ ის 26 წლისაა და 2024 წლის ზაფხულში გუნდში მოსვლის შემდეგ მხოლოდ სათადარიგოა, გასაკვირი არ იქნება, თუ კლუბის გამოცვლას ეცდება, რათა ძირითად შემადგენლობაში მუდმივი სათამაშო დრო მიიღოს - ისეთივე, როგორიც „ვალენსიაში“ ჰქონდა“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. სპორტალინეიტრალურიალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
მამარდაშვილი ობლაკის ნაცვლად - "ატლეტიკო" ქართველის ტრანსფერს ისევ განიხილავს?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები