მამარდაშვილი ობლაკის ნაცვლად - "ატლეტიკო" ქართველის ტრანსფერს ისევ განიხილავს?
Fichajes-ის ცნობით, მადრიდის „ატლეტიკო“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის განხილვას გეგმავს, თუ „ლივერპული“ ალისონ ბეკერთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. კლუბის სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი ქართველი მეკარის მომავალს აკვირდება, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

იმ შემთხვევაში, თუ მეკარე ალისონი "ლივერპულთან" კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააგრძელებს, "ატლეტიკომ" შეიძლება გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი განიხილოს, - იტყობინება Fichajes-ი.
"ატლეტიკო" ჯერ კიდევ მაშინ იყო დაინტერესებული მამარდაშვილით, როდესაც ის "ვალენსიაში" თამაშობდა და რადგან იან ობლაკს მადრიდულ კლუბთან ხელშეკრულება 2028 წლის 30 ივნიდსამდე აქვს გაფორმებული, ამთავითვე მოუწევს მისი შემცვლელის მოძებნა.
გამოცემა წერს, რომ მამარდაშვილი "ლივერპულში" იმისათვის არ გადასულა, რათა სათადარიგო იყოს, "ატლეტიკოს" სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი კი ქართველის მომავალს აკვირდება, თუმცა ჯერ მხარეებს შორის მოლაპარკებები არ დაწყებულა.
მამარდაშვილის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ესპანეთში ასპარეზობის მდიდარი გამოცდილება აქვს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…