დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
ბრაზილიური კლუბი „ფლამენგო“ „ლივერპულის“ მეკარე ალისონ ბეკერის დამატებით ინტერესდება. 34 წლის ფეხბურთელს ზაფხულში ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი ეწურება, თუმცა ტრანსფერს მისი მაღალი ანაზღაურება აფერხებს.

ჩვენთვის კარგად ნაცნობ "ლივერპულის" 34 წლის ბრაზილიელ მეკარე ალისონ ბეკერს ახალი მსურველი ჰყავს. გამოცდილი კიპერის სამსახურით მის სამშობლოში ინტერესდებიან და ფეხბურთელის დამატების საკითხს "ფლამენგო" განიხილავს.
ბეკერი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, მაგრამ მის გადაბირებას მეკარის დიდი ანაზღაურება აფერხებს. ალისონის მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაჩნდა, რაც გუნდის ძირითადი მეკარე აგუსტინ როსი, რომელმაც გადამწყვეტ მატჩებში შეცდომები დაუშვა, კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.
ალისონის სახელს დიდი ხანია "იუვენტუსსაც" უკავშირებენ. ბრაზილიელს ზაფხულში "ლივერპულთან" კონტრაქტი ამოეწურება, რომელიც დიდი ალბათობით, აღარ გაგრძელდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…