ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
„ლივერპულის“ მეკარე ალისონ ბეკერი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და გუნდში დარჩენას გეგმავს. ამ ფონზე გაურკვეველია გიორგი მამარდაშვილის მომავალი, რომელიც „ლივერპულმა“ შეიძინა, თუმცა ამჟამად იჯარით „ვალენსიაში“ თამაშობს.

34 წლის მეკარე ალისონი უკვე მეორეჯერ აპირებს „ლივერპულთან“ კონტრაქტის გაგრძელებას, რომელიც ზაფხულში უსრულდება. ამის შესახებ მან „კრისტალ პალასთან“ ნამატჩევს განაცხადა.
„ყველა შეხვედრაში მონაწილეობაზე ვარ კონცენტრირებული, დარჩენით ბედნიერი ვიქნები. ეს ბევრ ასპექტსა და სხვადასხვა სიტუაციებზეა დამოკიდებული. მე და ჩემი ოჯახი აქ თავს ბედნიერად ვგრძნობთ, კარგად ასპარეზობის და ტიტულების მოპოვების სურვილი მაქვს. ისევ მინდა დიდი დროის მანძილზე, რამდენ ხანსაც შევძლებ, მაღალ დონეზე ვითამაშო. ჩემი აგენტი კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე აწარმოებს მოლაპარაკებას“.
ბეკერის თქმით, მისთვის ბრაზილიის ნაკრები მნიშვნელოვანია, მაგრამ თავისუფალი დრო სჭირდება და ამერიკის თასზე მონაწილეობას არ მიიღებს.
მერსისაიდული მედია წერს, რომ „ლივერპულმა“ „ალის“ შემცვლელების - გიორგი მამარდაშვილის (ვალენსია) და ლუკა ბრუგმანსის (გენკი) შესაძენად ჯამში დაახლოებით 60 მილიონი ფუნტი გადაიხადა და გუნდში მათი ბედი გაურკვეველია.
მამარდაშვილი „ლივერპულმა“ შეძენის შემდეგ ერთი სეზონით იჯარით „ვალენსიაში“ დატოვა და უცნობია, რა სიტყვიერ შეთანხმებას ჰქონდა მაშინ სათამაშო დროის და პერსპექტივის შესახებ ადგილი. ფაქტია - ქართველი მეორე წელია სათადარიგოა და შანსის მოლოდინშია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…