პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკუთარ ქვეყანაში ასეთ პირებს უმკაცრესად სჯიან, მაშინ, როდესაც იგივე ადამიანებს თვითნებურად დაკავებულებს უწოდებენ საქართველოში - ლევან მახაშვილი ევროკავშირის ანგარიშზე

ლევან მახაშვილი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბრიუსელი საქართველოში თვითნებურად დაკავებულებს უწოდებს მათ, ვისაც ევროპაში მსგავსი ქმედებებისთვის უმკაცრესად სჯიან.

საკუთარ ქვეყანაში ასეთ პირებს უმკაცრესად სჯიან, მაშინ, როდესაც იგივე ადამიანებს თვითნებურად დაკავებულებს უწოდებენ საქართველოში - ლევან მახაშვილი ევროკავშირის ანგარიშზე
რუსთავი 2

კონკრეტულად ვის გათავისუფლებას ითხოვს ბრიუსელი და ვინ იგულისხმება "თვითნებურად დაკავებულებში" საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიშში?

ევროკავშირის ელჩის მიერ პასუხგაუცემელ კითხვებს მმართველი გუნდი ეხმიანება და ბრიუსელის მხრიდან ორმაგ სტანდარტებსა და ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, დღის ბოლოს პაველ ჰერჩინსკიმ ბრიფინგი გამართა, თუმცა კონკრეტულ კითხვებზე საუბარს თავი აარიდა, მათ შორის შეკითხვას - არიან თუ არა თვითნებურად დაკავებულები ისინი, ვინც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი მიიტანეს, ან ისინი, ვინც "მოლოტოვის კოქტეილის" სროლისთვის არიან მსჯავრდებულები, თუ მიხეილ სააკაშვილი?

საკითხთან დაკავშირებით საუბრობს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. ლევან მახაშვილის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოსგან პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს, თუმცა საკუთარ ქვეყანაში, მსგავსი დანაშაულის ჩამდენებს უმკაცრესად სჯიან.

"ვისზეა საუბარი? როდესაც "მოლოტოვს კოქტეილის" სროლაზეა საუბარი, საკუთარ ქვეყანაში, მკვლელობის მცდელობისთვის ასამართლებენ.

ვისზეა საუბარი? პარლამენტის შენობას რომ წვავდნენ, პრეზიდენტის შენობაში შევარდნას რომ ცდილობდნენ, დამხობას რომ აწყობდნენ?!

საკუთარ ქვეყანაში ასეთ პირებს უმკაცრესად სჯიან მაშინ, როდესაც იგივე ადამიანებს თვითნებურად დაკავებულებს უწოდებენ საქართველოში და გათავისუფლებას ითხოვენ. თავადაც წამოსცდა ვისზეა საუბარი, ესენი არიან ის პირები, რომლის სია NGO ორგანიზაციების მხრიდან არის შედგენილი, რომელთა სიაშიც, უკანასკნელ ანგარიშში მიხეილ სააკაშვილი მოახვედრეს, ამიტომ, საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიოა ყველაფერი.

ამ ლამაზი სიტყვების მიღმა იმალება ორმაგი სტანდარტი და კონკრეტული ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგი", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოლევან მახაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ვისზეა საუბარი - პარლამენტის შენობას რომ წვავდნენ, პრეზიდენტის შენობაში შევარდნას რომ ცდილობდნენ, დამხობას რომ აწყობდნენ. აუხსნან და განუმარტონ საქართველოს მოსახლეობას, ამით კიდევ ერთხელ გამოიკვეთება ორმაგი სტანდარტი, უსამართლო დამოკიდებულება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვისზეა საუბარი? როდესაც "მოლოტოვს კოქტეილის" სროლაზეა საუბარი, საკუთარ ქვეყანაში, მკვლელობის მცდელობისთვის ასამართლებენ. ვისზეა საუბარი? პარლამენტის შენობას რომ წვავდნენ, პრეზიდენტის შენობაში შევარდნას რომ ცდილობდნენ, დამხობას რომ აწყობდნენ?! საკუთარ ქვეყანაში ასეთ პირებს უმკაცრესად სჯიან მაშინ, როდესაც იგივე ადამიანებს თვითნებურად დაკავებულებს უწოდებენ საქართველოში და გათავისუფლებას ითხოვენ. თავადაც წამოსცდა ვისზეა საუბარი, ესენი არიან ის პირები, რომლის სია NGO ორგანიზაციების მხრიდან არის შედგენილი, რომელთა სიაშიც, უკანასკნელ ანგარიშში მიხეილ სააკაშვილი მოახვედრეს, ამიტომ, საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიოა ყველაფერი. ამ ლამაზი სიტყვების მიღმა იმალება ორმაგი სტანდარტი და კონკრეტული ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგი“
ლევან მახაშვილი
„სროლაზეა საუბარი, საკუთარ ქვეყანაში, მკვლელობის მცდელობისთვის ასამართლებენ. ვისზეა საუბარი? პარლამენტის შენობას რომ წვავდნენ, პრეზიდენტის შენობაში შევარდნას რომ ცდილობდნენ, დამხობას რომ აწყობდნენ?! საკუთარ ქვეყანაში ასეთ პირებს უმკაცრესად სჯიან მაშინ, როდესაც იგივე ადამიანებს თვითნებურად დაკავებულებს უწოდებენ საქართველოში და გათავისუფლებას ითხოვენ. თავადაც წამოსცდა ვისზეა საუბარი, ესენი არიან ის პირები, რომლის სია NGO ორგანიზაციების მხრიდან არის შედგენილი, რომელთა სიაშიც, უკანასკნელ ანგარიშში მიხეილ სააკაშვილი მოახვედრეს, ამიტომ, საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიოა ყველაფერი. ამ ლამაზი სიტყვების მიღმა იმალება ორმაგი სტანდარტი და კონკრეტული ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგი“
ლევან მახაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი: რაც ჩვენს ქუჩებში ვითარდებოდა - ძალადობრივი აქციები, ამ ყველაფერს ბრიუსელი აფინანსებდა, შესაბამისად, სურთ, რომ ის ადამიანები, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა, პოლიტიკურ დევნილებად შერაცხონ და გათავისუფლდნენ - ნახევარზე მეტმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა აღიარებით, რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ბრიუსელი იტყუებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები