პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გურამ მაჭარაშვილი: განა რამდენი ადამიანის გამოშვებას ითხოვენ? ჩამოწერონ ევრობიუროკრატებმა გვარ-სახელები, ვის არ ეკუთვნის სასჯელის მოხდა და აქედან მივაწვდით ინფორმაციას

რუსთავი 2ხალხის ძალა

გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებს მოუწოდებს, კონკრეტულად დაასახელონ იმ დაკავებულთა გვარები, ვის გათავისუფლებასაც ითხოვენ, და ბრიუსელს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, მსჯავრდებულები პოლიციელებზე თავდასხმისა და სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის გამო იხდიან სასჯელს.

გურამ მაჭარაშვილი: განა რამდენი ადამიანის გამოშვებას ითხოვენ? ჩამოწერონ ევრობიუროკრატებმა გვარ-სახელები, ვის არ ეკუთვნის სასჯელის მოხდა და აქედან მივაწვდით ინფორმაციას
რუსთავი 2

ვის გულისხმობს ევროკომისია თვითნებურად დაკავებულებში? არიან თუ არა ამ სიაში, პოლიციისთვის მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი აქტივისტები, ან ის ადამიანები, რომლებიც დემონსტრაციებზე ძალადობდნენ და პრეზიდენტის სასახლის აღებას შტურმით ცდილობდნენ? ხომ არ ითხოვს ამ ბუნდოვანი განცხადებით ევროკავშირი მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებას?

მაშინ, როდესაც ბრიუსელს 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენები არ დაუგმია, დღეს, გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიშში გაკეთებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, კონკრეტულ განმარტებას ისევ არ აკეთებს. "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურიდან 4 ნოემბერს გაგზავნილ კითხვებზე პასუხად კი ევროკომისია 6 ნოემბერს, მხოლოდ ერთ რამეს წერს: "მეტი არაფრის თქმა შეგვიძლია".

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ევრობიუროკრატია ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.

"როდესაც მაგალითად, გვარ-სახელს იტყვის, რომ აი, ეს პიროვნება უნდა იყოს გამოშვებული, ევრობიუროკრატიის აზრით, ციხიდან, შემდგომ აქედან მივაწვდით ინფორმაციას, რომ კონკრეტულად ეს პიროვნება ზის იმიტომ საპყრობილეში, რომ წვავდა პოლიციელს, ან ჯოხს ურტყამდა თავში პოლიციელს და ასე შემდგომ. ევრობიუროკრატიას უკვე პასუხი ამაზე აღარ ექნება. ამიტომაც არის, რომ ზოგადი ტრაფარეტული განცხადებებით შემოიფარგლებიან ხოლმე და ვერ ასახელებენ იმას... განა რამდენი ადამიანს ითხოვენ? ჩამოწერონ გვარ-სახელები, ვის არ ეკუთვნის, რომ მოიხადოს სასჯელი.

აი, აქ უკვე გაჭედილები არიან. პირდაპირ შეიძლება ითქვას, როდესაც ორმაგი სტანდარტებით მოქმედებ და შენ ქვეყანაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში ყველგან პოლიციელის უფლებებზე საუბრობ და ამბობ, რომ ვინც პოლიციელს შეეხება, ის თურმე მკვლელობის მცდელობისთვის უნდა გაასამართლო და საქართველოში გამოხატვის თავისუფლება ყოფილა.

აი, სად არის ახლა ზღვარი აქ გამოხატვის თავისუფლებასა და დანაშაულს შორის? ამიტომაც, პასუხი ვერ გასცეს... ადამიანები აქ სხედან ზუსტად იმიტომ, რომ ან პოლიციელს სცემდა, ან თავში ურტყამდა, ან შეურაცხყოფას აყენებდა და ან სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმს ახორციელებდა," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მეტი არაფრის თქმა შეგვიძლია“
„როდესაც მაგალითად, გვარ-სახელს იტყვის, რომ აი, ეს პიროვნება უნდა იყოს გამოშვებული, ევრობიუროკრატიის აზრით, ციხიდან, შემდგომ აქედან მივაწვდით ინფორმაციას, რომ კონკრეტულად ეს პიროვნება ზის იმიტომ საპყრობილეში, რომ წვავდა პოლიციელს, ან ჯოხს ურტყამდა თავში პოლიციელს და ასე შემდგომ. ევრობიუროკრატიას უკვე პასუხი ამაზე აღარ ექნება. ამიტომაც არის, რომ ზოგადი ტრაფარეტული განცხადებებით შემოიფარგლებიან ხოლმე და ვერ ასახელებენ იმას... განა რამდენი ადამიანს ითხოვენ? ჩამოწერონ გვარ-სახელები, ვის არ ეკუთვნის, რომ მოიხადოს სასჯელი. აი, აქ უკვე გაჭედილები არიან. პირდაპირ შეიძლება ითქვას, როდესაც ორმაგი სტანდარტებით მოქმედებ და შენ ქვეყანაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში ყველგან პოლიციელის უფლებებზე საუბრობ და ამბობ, რომ ვინც პოლიციელს შეეხება, ის თურმე მკვლელობის მცდელობისთვის უნდა გაასამართლო და საქართველოში გამოხატვის თავისუფლება ყოფილა. აი, სად არის ახლა ზღვარი აქ გამოხატვის თავისუფლებასა და დანაშაულს შორის? ამიტომაც, პასუხი ვერ გასცეს... ადამიანები აქ სხედან ზუსტად იმიტომ, რომ ან პოლიციელს სცემდა, ან თავში ურტყამდა, ან შეურაცხყოფას აყენებდა და ან სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმს ახორციელებდა,“
გურამ მაჭარაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ევროპის ორმაგი სტანდარტი - რატომ გმობს ევროკომისია ევროპელი დემონსტრანტების მხრიდან გამოჩენილ ძალადობას, თუკი ანალოგიურ ქმედებებს საქართველოში ახალგაზრდების მშვიდობიან პროტესტად აფასებდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები