პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევრობიუროკრატია საქართველოსგან ელოდება სრულ მორჩილებას - არა სუვერენიტეტისა და ხალხის ინტერესის დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებას, არამედ ცალ ფეხზე დგომას - დავით მათიკაშვილი

საქართველოს პარლამენტირუსთავი 2

დეპუტატ დავით მათიკაშვილის მტკიცებით, ევრობიუროკრატია საქართველოსგან „ცალ ფეხზე დგომასა“ და სრულ მორჩილებას ელოდება. მისი თქმით, ევროკომისია გაფართოების ანგარიშში ნახსენებ თვითნებურად დაკავებულ პირთა დაკონკრეტებას თავს არიდებს, რადგან დამნაშავეთა გათავისუფლებას ითხოვს.

ევრობიუროკრატია საქართველოსგან ელოდება სრულ მორჩილებას - არა სუვერენიტეტისა და ხალხის ინტერესის დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებას, არამედ ცალ ფეხზე დგომას - დავით მათიკაშვილი
რუსთავი 2

ვის გულისხმობს ევროკომისია თვითნებურად დაკავებულებში? არიან თუ არა ამ სიაში, პოლიციისთვის მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი აქტივისტები, ან ის ადამიანები, რომლებიც დემონსტრაციებზე ძალადობდნენ და პრეზიდენტის სასახლის აღებას შტურმით ცდილობდნენ? ხომ არ ითხოვს ამ ბუნდოვანი განცხადებით ევროკავშირი მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებას?

მაშინ, როდესაც ბრიუსელს 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენები არ დაუგმია, დღეს, გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიშში გაკეთებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, კონკრეტულ განმარტებას ისევ არ აკეთებს. "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურიდან 4 ნოემბერს გაგზავნილ კითხვებზე პასუხად კი ევროკომისია 6 ნოემბერს, მხოლოდ ერთ რამეს წერს: "მეტი არაფრის თქმა შეგვიძლია".

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ევროკომისიას მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს.

"რეალურად, არანაირი პასუხი არ აქვს ევროკომისიას. სინამდვილეში, მათ რომ ღიად დაასახელონ პირები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული, ვინც ცდილობდა პოლიციელების დაწვას, მოლოტოვის კოქტეილს ისროდა... აი, ეს გვარები რომ მიიჩნიონ თვითნებურად დაკავებულებად, პრაქტიკულად, აღიარებითი ჩვენება გამოუვათ, იტყვიან, რომ ჩვენ ვითხოვთ დამნაშავე პირთა გათავისუფლებას, რაც მათ რეალურად არ სურთ.

იმიტომაც გაურბიან პასუხს, მიუთითებენ გაფართოების ანგარიშს, სადაც პრაქტიკულად ტყუილების მეტი არაფერი არ წერია, დიდი გამონაკლისის გარდა.

რეალურად, ეს მოცემულობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ევროკომისია, ევრობიუროკრატია, საქართველოსგან ელოდება სრულ მორჩილებას, საქართველოსგან ელოდება არა სუვერენიტეტის და ხალხის ინტერესის დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებას, არამედ ცალ ფეხზე დგომას, რაც ამდენი წლის განმავლობაში საკუთარი თვალით და საკუთარი პოლიტიკით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ რეალურად, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის ნაცვლად, მათ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესი გააჩნიათ, "- აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოდავით მათიკაშვილი: რეალურად ევროკომისიას არანაირი პასუხი არ აქვს. სინამდვილეში, მათ რომ ღიად დაასახელონ პირები, ვინც ცდილობდა პოლიციელების დაწვას, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ისროდა, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება გამოუვათ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რეალურად, არანაირი პასუხი არ აქვს ევროკომისიას. სინამდვილეში, მათ რომ ღიად დაასახელონ პირები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული, ვინც ცდილობდა პოლიციელების დაწვას, მოლოტოვის კოქტეილს ისროდა... აი, ეს გვარები რომ მიიჩნიონ თვითნებურად დაკავებულებად, პრაქტიკულად, აღიარებითი ჩვენება გამოუვათ, იტყვიან, რომ ჩვენ ვითხოვთ დამნაშავე პირთა გათავისუფლებას, რაც მათ რეალურად არ სურთ. იმიტომაც გაურბიან პასუხს, მიუთითებენ გაფართოების ანგარიშს, სადაც პრაქტიკულად ტყუილების მეტი არაფერი არ წერია, დიდი გამონაკლისის გარდა. რეალურად, ეს მოცემულობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ევროკომისია, ევრობიუროკრატია, საქართველოსგან ელოდება სრულ მორჩილებას, საქართველოსგან ელოდება არა სუვერენიტეტის და ხალხის ინტერესის დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებას, არამედ ცალ ფეხზე დგომას, რაც ამდენი წლის განმავლობაში საკუთარი თვალით და საკუთარი პოლიტიკით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ რეალურად, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის ნაცვლად, მათ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესი გააჩნიათ,“
დავით მათიკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი: ევროკომისიის ანგარიში აბსოლუტურად ამოვარდნილია კონტექსტიდან და უზუსტობებით არის გაჯერებულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები