პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები” – ლექსო თამაზაშვილი

ქართული ოცნებასაქართველოს პროკურატურა

ალექსანდრე თამაზაშვილის მტკიცებით, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს დასჯის სახით მცირეწლოვანი შვილების ნახვას უკრძალავენ და ჰუმანურობის გამოჩენას ითხოვს. ამავდროულად, პროკურატურამ ექსპრემიერს ახალი ბრალდება – 750 ათასი ლარის ოდენობის ქრთამის აღება წარუდგინა.

“გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები” – ლექსო თამაზაშვილი
ნეტგაზეთი

“გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები”, – ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, რა აზრისაც არ უნდა იყო ირაკლი ღარიბაშვილზე, არ ფიქრობს, რომ არსებობს ადამიანი, ვისაც მოსწონს, რომ ექსპრემიერს შვილებს არ ანახებენ.

“ეს პოსტი არ ეხება პოლიტიკას… არც სამართლებრივ „აბლაბუდას“. შეიძლება ირაკლი არ მოგწონდეს როგორც პოლიტიკოსი. ვიღაცისთვის შეიძლება ყველაზე დიდი “კრიმინალია” საქართველოს ისტორიაში… ბევრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური მანიპულაციების მსხვერპლია. ზოგიერთს დიდი პოლიტიკური გათვლისა და მანევრის „სუნი“ სცემს… მოკლედ, უამრავი აზრი და ვერსიაა ირაკლის გარშემო. თუმცა არ მგონია, არსებობდეს ადამიანი, ვინც ბედნიერია იმით, რომ ირაკლის „დამატებითი“ დასჯის სახით მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ. ოფიციალური მიზეზი ისაა, რომ კუთვნილი პაემანი ამოიწურა – სულ ორჯერ ნახა შვილები, ანუ ორი პაემანი ჰქონდა 11 თვის განმავლობაში… დამატებითი პაემანი კეთილი ნება და წახალისებაა, რომელიც კანონით ციხის უფროსის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები”, – წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.

„ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერსა და ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს 24 აგვისტოს ახალი ბრალდება წარუდგინეს – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღება. ის ბრალს არ აღიარებს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას.

პროკურატურის თანახმად, ღარიბაშვილმა ქრთამის სახით აიღო 750 ათასი ლარი. მას ეს ფული უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა. მუხლი, რომლითაც მას ბრალი წარუდგინეს, 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პატიმრობაში მყოფი „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი 17 აგვისტოს შემდეგ სოციალურ ქსელში წერილებს ავრცელებს. მისი მტკიცებით, „იძულებულს ხდიან“, რომ ბრძოლა დაიწყოს.

პირველად გამოქვეყნებულ პოსტში ყოფილმა პრემიერმა დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ციხეში მიიღო წერილი, სადაც კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ. ამავე განცხადებაში ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას ეკისრება.

18 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში ის ივანიშვილის აღარ ახსენებს და ამბობს, რომ წინა დღით Facebook-ზე გამოქვეყნებული წერილი ივლისში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.

ღარიბაშვილი ჰყვება, რომ იმავე დღეს მდინარაძეს გააგებინა თავისი პოზიცია და „კიდევ ერთხელ დაუფიქსირა“, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას. წერილის მიხედვით, საპასუხოდ „მათ“ შეუთვალეს, რომ „მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა.

ღარიბაშვილის მტკიცებით, კორუფციულ დანაშაულზე ბრალი სწორედ ამ რისკის დასაზღვევად წარუდგინეს. ღარიბაშვილს მდინარაძემაც უპასუხა.

20 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში ღარიბაშვილმა „ოცნებას“ მიმართა და თქვა, რომ მოუწყვეს „ბინძური პროვოკაცია“; „არაკაცური მახე“ დაუგეს; მოატყუეს და გაწირეს; აუწიოკეს ოჯახი; სახლში შეუვარდნენ მის მშობლებს; ასევე სიმამრის ოჯახს. ამავე წერილში ის ამბობს, რომ მეორედ მიიღო მინიშნება მამამისის დაჭერასთან დაკავშირებით.

ღარიბაშვილი პატიმრობა უკვე აქვს შეფარდებული სხვა საქმეზე – დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციაზე. ამ საქმეზე მას ბრალი აღიარებული აქვს და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5-წლიან პატიმრობაშია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. ალიაოპოზიციური“გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები!” – ალექსანდრე თამაზაშვილი
  2. TV პირველიოპოზიციურიღარიბაშვილის ოჯახი: ირაკლის „დამატებითი“ დასჯის სახით მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ
  3. ალიაოპოზიციურიღარიბაშვილის ოჯახი: ირაკლის „დამატებითი“ დასჯის სახით მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები“
ალექსანდრე თამაზაშვილი
„ეს პოსტი არ ეხება პოლიტიკას… არც სამართლებრივ „აბლაბუდას“. შეიძლება ირაკლი არ მოგწონდეს როგორც პოლიტიკოსი. ვიღაცისთვის შეიძლება ყველაზე დიდი “კრიმინალია” საქართველოს ისტორიაში… ბევრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური მანიპულაციების მსხვერპლია. ზოგიერთს დიდი პოლიტიკური გათვლისა და მანევრის „სუნი“ სცემს… მოკლედ, უამრავი აზრი და ვერსიაა ირაკლის გარშემო. თუმცა არ მგონია, არსებობდეს ადამიანი, ვინც ბედნიერია იმით, რომ ირაკლის „დამატებითი“ დასჯის სახით მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ. ოფიციალური მიზეზი ისაა, რომ კუთვნილი პაემანი ამოიწურა – სულ ორჯერ ნახა შვილები, ანუ ორი პაემანი ჰქონდა 11 თვის განმავლობაში… დამატებითი პაემანი კეთილი ნება და წახალისებაა, რომელიც კანონით ციხის უფროსის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები“
ალექსანდრე თამაზაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები!” – ალექსანდრე თამაზაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები