“გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები!” – ალექსანდრე თამაზაშვილი
ალექსანდრე თამაზაშვილის განცხადებით, ირაკლის მცირეწლოვანი შვილების ნახვის საშუალებას არ აძლევენ და ციხის ადმინისტრაციას ჰუმანურობის გამოჩენისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, 11 თვის განმავლობაში მას შვილებთან სულ ორი პაემანი ჰქონდა, რადგან დამატებით შეხვედრას არ უშვებენ.

ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
ეს პოსტი არ ეხება პოლიტიკას…
არც სამართლებრივ „აბლაბუდას“.
შეიძლება ირაკლი არ მოგწონდეს – როგორც პოლიტიკოსი.
ვიღაცისთვის შეიძლება ყველაზე დიდი “კრიმინალია” საქართველოს ისტორიაში…
ბევრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური მანიპულაციების მსხვერპლია.
ზოგიერთს დიდი პოლიტიკური გათვლისა და მანევრის „სუნი“ სცემს…
მოკლედ, უამრავი აზრი და ვერსიაა ირაკლის გარშემო. თუმცა არ მგონია, არსებობდეს ადამიანი, ვინც ბედნიერია იმით, რომ ირაკლის „დამატებითი“ დასჯის სახით მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ.
ოფიციალური მიზეზი ისაა, რომ კუთვნილი პაემანი ამოიწურა – სულ ორჯერ ნახა შვილები, ანუ ორი პაემანი ჰქონდა 11 თვის განმავლობაში… დამატებითი პაემანი კეთილი ნება და წახალისებაა, რომელიც კანონით ციხის უფროსის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები !
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…