პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნუ მანიპულირებთ… – ღარიბაშვილის ოჯახი პენიტენციურს პასუხობს

იუსტიციის სამინისტრო

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი პენიტენციურ სამსახურს წესებით მანიპულირებაში ადანაშაულებს და პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერისთვის შვილებთან პაემნის უფლების მიცემას ითხოვს.

ნუ მანიპულირებთ… – ღარიბაშვილის ოჯახი პენიტენციურს პასუხობს
ალია

“ნუ მანიპულირებთ თქვენს მიერვე დადგენილი წესებით – ანახეთ პატარა ბავშვებს მამა” – ასეთ პასუხს უბრუნებს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი პენიტენციურ სამსახურს, რომელიც ირწმუნება, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი სრულად სარგებლობს პაემნის უფლებებით, წელიწადში ორჯერ ხანგრძლივით, თვეში ერთხელ კი ხანმოკლე პერიოდით.

რაც შეეხება მის წახალისებას, უწყება ამბობს, რომ ამას წყვეტს ციხეების უფროსი, მაგრამ ამას მას კანონი არ ავალდებულებს.

ირაკლი რარიბაშვილის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი სოციალურ ქსელში რიგით მეორე განცხადებას აქვეყნებს და პენიტენციურ უწყებას ჰუმანურობისკენ მოუწოდებს.

რეგულაციები, რომელთა გამოყენებითაც ხდება ირაკლის დასჯა, მოქმედებს განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეების მიმართ:

* პირები, რომლებმაც ჩაიდინეს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული (მაგალითად: მკვლელობა, ორგანიზებული დანაშაული, ტერორიზმი და ა.შ.).

* მსჯავრდებულები, რომლებსაც აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.

* ისინი, ვისაც აქვთ დანაშაულის რეციდივი (წარსულში არაერთგზის ნასამართლევი პირები).

* პატიმრები, რომლებიც სხვა (მაგალითად, ნახევრად ღია) ტიპის ციხეში ყოფნისას არღვევდნენ რეჟიმს, ავლენდნენ აგრესიას, იყვნენ კრიმინალური სუბკულტურის მატარებლები ან არსებობდა მათი მხრიდან გაქცევის მაღალი საფრთხე.

სასამართლოს არ მიუსჯია ირაკლისთვის დახურული ტიპის დაწესებულებაში სასჯელის მოხდა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ირაკლი ითვლება დახურული ტიპის დაწესებულების პატიმრად, არის ის, რომ იმყოფება სამარტოო საკანში.

შესაბამისად, გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლის მიმართ – წესებს, რომლებიც შემუშავებულია საშიში და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩამდენი პატიმრების დასასჯელად?!

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ , იყავით ჰუმანურები! ნუ მანიპულირებთ თქვენს მიერვე დადგენილი წესებით – ანახეთ პატარა ბავშვებს მამა!”- წერს ლექსო თამაზაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურინუ მანიპულირებთ... - ღარიბაშვილის ოჯახი პენიტენციურს პასუხობს
  2. ფორმულაოპოზიციურიალექსანდრე თამაზაშვილი: გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლის მიმართ
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიალექსანდრე თამაზაშვილი პენიტენციურ სამსახურს - ნუ მანიპულირებთ თქვენ მიერვე დადგენილი წესებით - რეგულაციები, რომელთა გამოყენებითაც ხდება ირაკლი ღარიბაშვილის დასჯა, მოქმედებს განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეების მიმართ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ნუ მანიპულირებთ თქვენს მიერვე დადგენილი წესებით – ანახეთ პატარა ბავშვებს მამა“
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პენიტენციური სამსახური: ღარიბაშვილს კუთვნილი პაემნები სრულად აქვს ათვისებულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები