პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალექსანდრე თამაზაშვილი პენიტენციურ სამსახურს - ნუ მანიპულირებთ თქვენ მიერვე დადგენილი წესებით - რეგულაციები, რომელთა გამოყენებითაც ხდება ირაკლი ღარიბაშვილის დასჯა, მოქმედებს განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეების მიმართ

იუსტიციის სამინისტრო

ალექსანდრე თამაზაშვილი პენიტენციურ სამსახურს ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ მკაცრი რეგულაციებით მანიპულირებაში ადანაშაულებს და შვილებისთვის მამის ნახვის უფლებას ითხოვს, რაზეც უწყება აცხადებს, რომ მსჯავრდებულმა კუთვნილი პაემნების ლიმიტი სრულად ამოწურა.

ალექსანდრე თამაზაშვილი პენიტენციურ სამსახურს - ნუ მანიპულირებთ თქვენ მიერვე დადგენილი წესებით - რეგულაციები, რომელთა გამოყენებითაც ხდება ირაკლი ღარიბაშვილის დასჯა, მოქმედებს განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეების მიმართ
ინტერპრესნიუსი

გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლის მიმართ - წესებს, რომლებიც შემუშავებულია საშიში და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩამდენი პატიმრების დასასჯელად?! - კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, იყავით ჰუმანურები! ნუ მანიპულირებთ თქვენ მიერვე დადგენილი წესებით - ანახეთ პატარა ბავშვებს მამა,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პენიტენციური სამსახურის განცხადებას ეხმაურება.

როგორც თამაზაშვილი აღნიშნავს, რეგულაციები, რომელთა გამოყენებითაც ხდება ღარიბაშვილის დასჯა, მოქმედებს განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეების მიმართ.

„რეგულაციები, რომელთა გამოყენებითაც ხდება ირაკლის დასჯა, მოქმედებს განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეების მიმართ:

პირები, რომლებმაც ჩაიდინეს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული (მაგალითად: მკვლელობა, ორგანიზებული დანაშაული, ტერორიზმი და ა.შ.);

მსჯავრდებულები, რომლებსაც აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა მისჯილი;

ისინი, ვისაც აქვთ დანაშაულის რეციდივი (წარსულში არაერთგზის ნასამართლევი პირები);

პატიმრები, რომლებიც სხვა (მაგალითად, ნახევრად ღია) ტიპის ციხეში ყოფნისას არღვევდნენ რეჟიმს, ავლენდნენ აგრესიას, იყვნენ კრიმინალური სუბკულტურის მატარებლები ან არსებობდა მათი მხრიდან გაქცევის მაღალი საფრთხე.

სასამართლოს არ მიუსჯია ირაკლისთვის დახურული ტიპის დაწესებულებაში სასჯელის მოხდა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ირაკლი ითვლება დახურული ტიპის დაწესებულების პატიმრად, არის ის, რომ იმყოფება სამარტოო საკანში.

შესაბამისად, გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლის მიმართ - წესებს, რომლებიც შემუშავებულია საშიში და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩამდენი პატიმრების დასასჯელად?!

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ , იყავით ჰუმანურები! ნუ მანიპულირებთ თქვენს მიერვე დადგენილი წესებით - ანახეთ პატარა ბავშვებს მამა

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს.

„ინტერპრესნიუსთან“ საკითხის კომენტირებისას პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია მსჯავრდებული ღარიბაშვილი) დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს აქვს წელიწადში ორი ხანგრძლივი და თვეში ერთი ხანმოკლე პაემნის გამოყენების უფლება და ეს ლიმიტები მას სრულად აქვს ათვისებული.

რაც შეეხება წახალისების ფორმით თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის დამატებითი პაემნის დანიშვნას, უწყების განმარტებით, პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, ეს ხდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, თუმცა „ეს არის წახალისების ერთ-ერთი ფორმა და არა დირექტორის ვალდებულება“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციურინუ მანიპულირებთ... - ღარიბაშვილის ოჯახი პენიტენციურს პასუხობს
  2. ფორმულაოპოზიციურიალექსანდრე თამაზაშვილი: გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლის მიმართ
  3. ალიაოპოზიციურინუ მანიპულირებთ… – ღარიბაშვილის ოჯახი პენიტენციურს პასუხობს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები!” – ალექსანდრე თამაზაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები