ღარიბაშვილის ოჯახი: ირაკლის „დამატებითი“ დასჯის სახით მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ
ლექსო თამაზაშვილის მტკიცებით, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს დამატებითი დასჯის სახით მცირეწლოვანი შვილების ნახვის უფლებას არ აძლევენ, რადგან კუთვნილი პაემნების ლიმიტი ამოეწურა.

ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ცნობით, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერს მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში რარიბაშვილის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი წერს.
ეს პოსტი არ ეხება პოლიტიკას...
არც სამართლებრივ „აბლაბუდას“.
შეიძლება ირაკლი არ მოგწონდეს - როგორც პოლიტიკოსი.
ვიღაცისთვის შეიძლება ყველაზე დიდი “კრიმინალია” საქართველოს ისტორიაში…
ბევრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური მანიპულაციების მსხვერპლია.
ზოგიერთს დიდი პოლიტიკური გათვლისა და მანევრის „სუნი“ სცემს…
მოკლედ, უამრავი აზრი და ვერსიაა ირაკლის გარშემო. თუმცა არ მგონია, არსებობდეს ადამიანი, ვინც ბედნიერია იმით, რომ ირაკლის „დამატებითი“ დასჯის სახით მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ.
ოფიციალური მიზეზი ისაა, რომ კუთვნილი პაემანი ამოიწურა - სულ ორჯერ ნახა შვილები, ანუ ორი პაემანი ჰქონდა 11 თვის განმავლობაში… დამატებითი პაემანი კეთილი ნება და წახალისებაა, რომელიც კანონით ციხის უფროსის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები !
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…