ღარიბაშვილის ოჯახი: ირაკლის „დამატებითი“ დასჯის სახით მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ
ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ცნობით, პატიმარს მცირეწლოვანი შვილების ნახვის უფლებას არ აძლევენ. მისი ცოლისძმა ლექსო თამაზაშვილი ამას დამატებით დასჯად აფასებს, ხოლო ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური წამების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ცნობით, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერს მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ – ამის შესახებ სოციალურ ქსელშიღარიბაშვილის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი წერს.
როგორც თამაზაშვილი ამბობს, ყოფილ პრემიერისთვის პაემნების არდაშვება „დამატებითი“ დასჯის სახით” ხდება.
ეს პოსტი არ ეხება პოლიტიკას…
არც სამართლებრივ „აბლაბუდას“.
შეიძლება ირაკლი არ მოგწონდეს – როგორც პოლიტიკოსი.
ვიღაცისთვის შეიძლება ყველაზე დიდი “კრიმინალია” საქართველოს ისტორიაში…
ბევრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური მანიპულაციების მსხვერპლია.
ზოგიერთს დიდი პოლიტიკური გათვლისა და მანევრის „სუნი“ სცემს…
მოკლედ, უამრავი აზრი და ვერსიაა ირაკლის გარშემო. თუმცა არ მგონია, არსებობდეს ადამიანი, ვინც ბედნიერია იმით, რომ ირაკლის „დამატებითი“ დასჯის სახით მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ.
ოფიციალური მიზეზი ისაა, რომ კუთვნილი პაემანი ამოიწურა – სულ ორჯერ ნახა შვილები, ანუ ორი პაემანი ჰქონდა 11 თვის განმავლობაში… დამატებითი პაემანი კეთილი ნება და წახალისებაა, რომელიც კანონით ციხის უფროსის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები !”, – წერს ლექსო თამაზაშვილი.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა, 2 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფსიქოლოგიური წამების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
ადვოკატის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლოში თავად განაცხადა, რომ მასზე ფსიქოლოგიური და მორალური წამება განხორციელდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაციტატები სტატიიდან
„სცემს… მოკლედ, უამრავი აზრი და ვერსიაა ირაკლის გარშემო. თუმცა არ მგონია, არსებობდეს ადამიანი, ვინც ბედნიერია იმით, რომ ირაკლის „დამატებითი“ დასჯის სახით მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ. ოფიციალური მიზეზი ისაა, რომ კუთვნილი პაემანი ამოიწურა – სულ ორჯერ ნახა შვილები, ანუ ორი პაემანი ჰქონდა 11 თვის განმავლობაში… დამატებითი პაემანი კეთილი ნება და წახალისებაა, რომელიც კანონით ციხის უფროსის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები !“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…